გამარჯობა,
თქვენი რჩევა მჭირდება სამუშაო მონიტორის შერჩევასთან დაკავშირებით.
გრაფიკულ პროგრამებში მიწევს მუშაობა და პრინტისთვის როდესაც ვამზადებ ფაილს ფერებს ვერ ვსვამ სწორად, დაბეჭდილი განსაკუთრებით შავი და ჩამუქებული გამოდის და სულ პრობლემა მაქვს უმფროსთან. ვიცით, რომ არასწორ მონიტორზე (TN მარტიცა) ვმუშაობ და უნდა შევცვალო.
მონიტორის 2 ვარიანტი მაქვს - ქარხნული კალიბრაციით და მონიტორი, რომლის ხელოვნურად დაკალიბრებაც შეიძლება. რომელი ჯობია? ქარხნულად დაკალიბრებულის მერე შესწორებას ვერ შევძლებ, თუ დამჭირდა?
მე ქარხნული კალიბრაციის მონიტორი მომწონს ვიზუალურად, მაგრამ არ მინდა ამას გადავაყოლო მეორეს ტექნიკური უპირატესობა.
მადლობა წინასწარ