ხო იყო ეგეთი რაღაც, ერთი ფირმა ორწლიან კონტრაქტს მიფორმებდა.ამ დროს კიდევ მქონდა მეორე ფირმისგან
წინადადება (არა თამაშების შემქმნელი ფირმა,თანამედროვე ავეჯის 3D მოდელები უნდოდათ),რომელთაც
აწყობდათ ინტერნეტით მუშაობა.ეს მეორე ავირჩიე.
მერე ამ პროექტის მერე იყო კიდევ თამაშების ფირმაზე მუშაობის ვარიანტი:
მაგათ აწყობდათ რომ ინტერნეტით მემუშავა(უკვე დამტკიცებული ვყავდი ფანტასტიკური პერსონაჟების,რობოტების,იარაღების,შლემების მოდელიორად,მაგრამ მე არ მომეწონა დროის გაწელვა,ისევ მოსწავლეების მეცადინეობა ვამჯობინე და ეგენი
ვაფშე მესენჯერიდან ამოვაგდე

.ისე კი მეხვეწებოდა ის ტიპი რომ ცოტაც მოიცა
და უკვე ვიწყებთ მუშაობასო , მაგრამ მე მიჭირს და მაგათთვის კი ერთი-ორი კვირა არაფერია.საარსებო შემოსავალი ხომ გინდა.თან მერე ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გამიუარესდა და საერთოდ შევეშვი ინტერნეტით ძებნას.
დიდი ძალა მიაქვს.
ისე შენ გეტყვი საიტებს სადაც შეიძლება ნახო რეალურად თამაშების ფირმებზე სამუშაო:
1.www.3DCafe.com (ეხლა მგონი ფასიანია,ადრე უფასო იყო)
2.www.cgtalk.com
ეს ორი საიტი საიდაც რეზიუმეს დადების შემდეგ მომივიდა წინადადება.მეორე საიტზე არის ფორუმი და მანდ ერთ-ერთი თემაა სამუშაოების.თვითონ ამოარჩევ
რომელიც მოგწონს.
შენ "ეპილოგზე" არ გააგზავნე შენი ნამუშევრები?მანდ შეიძლება პირველად არ დადონ.რომელიც მოეწონებათ მხოლოდ იმას დებენ.პერიოდულად აგზავნე.
Imagination is more important than knowledge.
Albert Einstein.
....
It is better to understand a little than to misunderstand a lot.
Anatole France
....
All cats are gray in the night.
....
A good beginning is half the battle.