Rafuna
CorelDRAW -ს ვიცნობ მე-4-ე ვერსიიდან, საინსტალაციო კიდევ მაქვს სადღაც. 1995 დან დღემდე მე და CorelDRAW შევაბერდით ერთმანეთს. ადრე მესმოდა ხოლმე CorelDRAW -ს ეს ჯობია, ის ჯობია, ეს არ შეუძლია, არ ვარგა, ეს ეშლება, ის ეშლება... ამას რატომღაც თვითონ იწყებდნენ, ანტიCorelისტები, თუმცა მალევე ირკვეოდა, რომ ზოგადი წარმოდგენა ქონდათ CorelDRAW-ის შესაძლებლობებზე, ან სხვის ნათქვამს იმეორებდნენ, იმ სხვასაც სხვისგან ქონდათ განაგონი....
მე CorelDRAW-ი უკვე პროგრამაც არ მგონია - რაღაც კეთილი მონსტრია-თუ კარგად იცნობ რასაკვირველია.
მქონია შემთხვევები საზღვარგარეთ დასაბეჭდად დასაგზავნი ფაილები (უფრო მეტად წამლების კოლოფები, მათი თანხლები, ბუკლეტ, ფლაერ სადგამები...) მოითხოვეს (ყოველთვის) ილუსტრატორის ფორმატში (AI) კორელზე ცხვირს იბზუებენ, რა ძნელი ეგაა: კორელიდან ექსპორტი, მერე შემოწმება ყოველშემთხვევისთვის და გაბედნიერდებიან-"ილუსტრატორშია ხომ, ეს უვე დონეაო".
ანტიCorelისტებმა ისიც ვერ ამიხსნეს რატომაა ცუდი ერთ პროგრამაში 3 პროგრამის არსებობა Adobe-s ხომ ცალცალკე აქვს.
კი ბატონო,ცალკე პროგრამებს ფუნქციებიც მეტი აქვს, მაგრამ ეს ფუნქციები არცთუ ისე ხშირად გჭირდება
ბევრი შეიძლება კიდევ ვწეროთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ არ მგონია ვინმე დიდად გადავარწმუნოთ-ვისაც რა უყვარს იმით იმუშაოს, ოღონ კარგი რამ გააკეთოს....
ვარ მხატვარი–გრაფიკოსი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1984 წ.) ვმუშაობდი ჟურნალ–გაზეთების რედაქციებში. გამომცემლობებში, სტამბებში....
ახლაც სარეკლამო პოლიგრაფიულ სერვისში ვარ...
მიკეთებია ყველაფერი რაც იბეჭდება, იკეცება, იჭრება, იკვალება, იტვიფრება, იკერება, ილაქება, ეწებება...
აკდემიამდე უკვე ვთანამშრომლობდი მაშინდელ მუშურ–გლეხურ მამაპაპურ სტამბებთან, საკმარისად ვიცნობ თანამედროვე საგამომცემლო ტექნოლოგიებსაც, მაკეტების მომზადებიდან (ტექსტების კორექტურა, ილუსტრაციების შექმნა, მოძიება, დახატვა, ფერთა კორექცია, მონტაჟი...დაკაბადონება) პრე–პრეს პროცესი – ფერდაშლა ფირებზე , კალკებზე... უცხო არაა ამ ყველაფერთან დაკავშირებული დავიდარაბა (ზოგჯერ დამკვეთების განათლება პოლიგრაფიულ ტექნოლოგიებში (უშედეგოდ და უიმედოდ.) ბოლო წლები ძირითადად ვაკეთებ აქციდენტურ პროდუქციის მაკეტებს, გათვლილს ხშირ შემთხვევაში არასტანდარტულ–კომბინირებულ ტექნოლოგიისათვის (პრინტერი+ოფსეტი+სერიგრაფია (შოლკოგრაფია) ამოკვეთა, დაკვალვა (ბეგოვკა)...)
წიგნები და ბროშურებიც მიკეთებია (იძულებითი პრინციპით – შემკვეთი გენიალური დიზაინერია, "მას ასეთი მოწონს")
მაქვს უამრავი დაწყებულ – დაუმთავრებელი შრიფტი (რამდენიმეს ვთვლი დამთავრებულად) მაგალითისთვის: ჩემი (მათივე დაკვეთით) კორპორატიული შრიფტებით გადის ტელევიზია "იმედი" და "1 არხი" საზოგადოებრივი..) 2 ახზეც და სხვაგანაც მინახავს ჩემი შრიფტები – აჩუქეს ალბათ!!!....
რამდენიმე – არცთუ განსაკუთრებული – შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://fonts.ge/ka/search/?st=quick&keyword=GF+Satelliteსაერთოდ მაინტერესებს – და მადარდებს კიდეც ქართული "შრიფტული კულტურის" (არის ასეთი ტერმინი) დონე.
რამხელა წერილი გამოვიდა ?!....
კეთილი სურვილებით
მერაბი გეწაძე