კერნინგი - ასოებს (გრაფემებს) შორის ინტერვალის არჩევითი შეცვლა, მათი ფორმის მიხედვით.
კერნინგის ტექნოლოგია შეიცავს ორ გრაფემას შორის ინტერვალის შერჩევას მათი გამოსახულების და წაკითხვადობის გაუმჯობესების მიზნით. კერნინგი გვაძლებს ტექსტის არათანაბარი ვიზუალური სიმკვრივის კომპენსაციის საშუალებას.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში დაშორება ორ გრაფემას შორის ფორმალურად არის ერთნაირი, მაგრამ ვიზუალურად განსხვავდება. კერნინგის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ტექსტის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ კერნინგი გამოსაყენებელია ყველგან, ბროშურების ტექსტებშიც კი , მაგრამ კერნინგი აუცილებელია ლოგოს შექმნისას, სათაურების დაწერისას (ყდაზე მითუმეტეს), სავიზიტო ბარათზე სახელის გვარის და პოზიციის აკრეფისას, და ასევე ზოგად მისანიშნებელ აბრებზე მაგალიტად: EXIT, FOTO, შესვლა აკრძალულია და ა.შ.
კერნინგი შეიძლება იყოს დადებითი, როდესაც ინტერვალი ორ გრაფემას შორის მცირდება, და შეიძლება იყოს უარყოფითი - როდესაც ინტერვალი იზრდება.
როგორც ეგეთი კერნინგის კონკრეტული კანონები არ არსებობს, მას (კერნინგს) განსაზღვრავს მხოლოდ დიზაინერი, თავის სამუშაო გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე
ამას corel აკეთებს წამში
მიმაგრებული სურათი