დედლაინი არ არის ეს უბრალოდ პირადი თხოვნაა
ბატონებო 1 აზრი მაქვს, რომელზეც შემდეგ შესაძლებელია რაიმე კომერციული პროექტი აიგოს
ამაში თქვენი არქიტექტორების დახმარება იქნება საჭირო
შევეცდები გასაგებად ჩამოვაყალიბო
მთელი 3დ ფორუმი სავსეა ინტერიერების და ექსტერიერების რენდერებით (მე არ ვთვლი რომ ეს ცუდია), ხომ არ აჯობებდა რომ კარგისთვის სასარგებლოც მიგვემატებინა, ანუ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების, არ ვგულისხმობ მხოლოდ ძველს, შეიძლება თანამედროვეც, ყოველ შემთხვევაში იმდროინდელებს როცა ნახაზები ხელით კეთდებოდა და არა კომპში, სამგანზომილებიანი მოდელები გაგვეკეთებინა, და რენდერის მეფეებს

ისინი დაერენდერებინათ ბოლოსდაბოლოს, თქვენ არქიტექტორებს უფრო მიგიწვდებათ ხელი ამ პროექტებზე ვიდრე მე ჩვეულებრივ მოკვდავს, ამ ტაძრის მოდელიც სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში და აგერ 5 წელია მიდევს ტყუილად
თუ დაინტერესდებით, იქნებ ეს თემაც გაგვეშალა და გაგვევრცო . . .
მე თვითონ ამჟამად ენთუზიაზმის ხარჯზე რა თქმა უნდა და სულის სიმშვიდის გამო როგორც ერთ-ერთმა თქვენთაგანმა თქვა ქართულ ორნამენტებს ვხაზავ და სურათებს ვეძებ გამალებით . . . და დამიჯერეთ რომ ამ მხრივ ინტერნეტი ძალიან ღარიბია