რაღაც პონტში მართალი ხარ, მაგრამ მაინც ვერ დაგეთანხმები.
....მე ვარ არქიტექტორი.....
....განა ვინმე ჩემზე უკეთესად გამიკეთებს იმას რაც მე მინდა? (ვიზუალიზაციას ვგულისხმობ)
ჩანახატიდან დაწყებული, მოდელინგ-რენდერ-ფოტოშოპ-პრინტით დამთავრებული, მთლიანად მე ვაკეთებ
ყველაფერს (როცა მე ვარ იმ ობიექტის არქიტექტორი). ელემენტარულად პრინტი რო აიღო,
სხვა ხო ვერ დაგიბეჭდავს ისე როგორც შენ გინდა? ვერ შეარჩევს ტონებს, ზომას, ადგილს ფორმატზე და ა.შ.
ეს ყველაფერი დეტალებია, მაგრამ დიდ როლს თამაშობს მთლიანობაში.
იმას არ ვამბობ, რომ ყველაზე კარგად მე ვიცი კომპ.გრაფიკა და სხვა იმას ვერ შეძლებს რასაც მე,
უბრალოდ გრაფიკული პროგრამები (ჩემთვის) იგივეა რაც მიკროპენი და რეიშინა

...და არქიტექტურაში ვიყენებ მაXიმალური ეფექტის მისაღებად.. რათქმაუნდა 3D გრაფიკას არ ვაკნინებ,
პირიქით ვთვლი რომ XXI საუკუნის ერთერთი უძლიერესი ხელოვნების დარგია (რაზეც ბევრი მეკამათება)
მაგრამ არქიტექტურაში ნამდვილად მეორე ხარისხოვანი როა მაგას არ უნდა მგონი ბევრი სჯა-ბაასი

....რაც შეეხება მუშა ნახაზებს ...... დიიიიიიიიდი სიამოვნებით ვუთმობ სხვებს დასამუშავებლად

მონახაზი და მისი ჯანი

უნდა გაჭრან და უნდა შუაზე გაფხრიწონ

სხვების არ ვიცი, მარა მე პირად პროექტზე ფიქრს ვიზუალური მხრიდან ვიწყებ და
მერე დავდივარ ისეთ "წვრილმანებზე" როგორიც გეგმარებაა