ამ ფონტის შესახებ აქ, ფორუმზე რამდენჯერმე დავწერე...
ერთერთი შეგიძლიათ ნახოთ აქ:
ქართული შრიფტები (ფონტები) (post #21931090)მოკლედ ეს 1 არხს (საზოგადოებრივ მაუწყებელი) გავუკეთე 2008 წელს,
კორპორატიული შრიფტია მათი (გადაიხადეს, რაც მოვილაპარაკეთ)
და ჩემი მხრიდან ამ შრიფტის სხვებისთვის მიცემა, გასაგებია, არაა კარგი საქციელი,
თუმცა ისეთ ადგილებში (გარე რეკლამა) თუ ვიდეო რეკლამებში და საიტებზეც მინახავს,
რომ როგორც ჩანს მარტო მე ვიცავ წესებს, თვითონ არიგებენ აქეთ – იქით...
მე ამ შრიფტის ზოგიერთი ასო მაინცდამაინც გულზე არ მეხატება, თუმცა საიტის მენიუში სუფთად ჩანს –
გრაფიკული მოდული ძირითადად ინგლისურის (ამ სახელის შრიფტის ) შესატყვისია, და პიქსელების ჯერადობაშიც კარგად ემთხვევა....
არ ვიცი რისთვის გჭირდებათ (მეეჭვება რაიმე კომერციული პროექტი იყოს)
მაგრამ ამ შრიფტის ინტერესი სხვებისგანაც მსმენია, და ვფიქრობ ხომ არ გადავუარო,
(მაშინ ეგ შრიფტი ჩქარა–ჩქარა გაკეთდა) რაღაცეები შევცვალო, მოვაწესრიგო და ახალი სახელით ვარიგო აქეთ იქით
მათთანაც –1არხი – ცოტა პირნათელი ვიქნები...
რა ვქნათ?
1 ვარიანტი: თუ რაიმე პატარა პროექტისთვისაა საჭირო და თითქმის არსად არ გამოჩნდება,
გამოვაგზავნი PM-ში ლინკს ამ შრიფტისას, ოღონდ სხვებზე გავრცელებისაგან თავი უნდა შეიკავოთ...
2. დამჭირდება დღეები რომ გადავაკეთო, და მერე კი ბატონო, ვარიგოთ აქეთ–იქით
* * *