assassin23უშუალოდ გრავირებასთან არ მქონია შეხება, მაგრამ ჯერ გაიგე, რა ტექნოლოგიით მუშაობს ეგ აპარატი.
თუმცა არა მგონია წვალებ დასჭირდეს.
რა სირთლის ნახატია?
zukiii4aგრაფიკულ დიზაინერს რამდენიმე აუცილებელი უნარი სჭირდება
პროგრამას ადვილად ისწავლი, არაფერი სირთულე არაა
თუმცა მთავარია, კარგი კომუნიკატორი იყო
გრაფიკული დიზაინი კომუნიკაციაა თავიდან ბოლომდე
უნდა გქონდეს მესიჯის ვიზუალურად ჯერ სწორად და მერე ეფექტურად წარმოჩენის უნარი
სათქმელი რომ სწორად გადმოსცე, ამისთვის შენვე სწორად უნდა გაიგო პირველ რიგში
შემდეგ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მაგალითად ვის უნდა გადასცე შეტყობინება - ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია) არჩევ ფორმას მესიჯის, გრაფიკული გამოსახულების კონცეფციას
როდესაც გრაფიკულ გამოსახვამდე მიხვალ უკვე
უნდა გქონდეს მხედველობითი აღქმის თავისებურებების, კომპოზიციური განაწილების ბაზისური ცოდნა, ფერების თეორიებს გაეცნობი და ა.შ.
თუ დაგაინტერესებს, გირჩევ წიგნებს და მოგცემ ისეთებს, რასაც ნეტ-ში ვერ ნახავ უფასოდ
მუდმივად ათვალიერე სხვა დიზაინერების ნამუშევრები, 
კარგი ვარჯიშია, ნახო რამე კარგ ნამუშევრებად მიჩნეული პოსტერი, ლოგო, ფბ. ქავერი, ყდის გარეკანი, ვებ გვერდი, ილუსტრაცია თუნდაც
და შენით გააკეთო იგივე
თუ ვინმე გყავს მეგობარი დიზაინერი, გამოკითხე გამოცდილებაზე
აბა წარმატებები, გამოგივა უეჭველად