ჩემი საყვარელი ლოგო

ამ ლოგოზე ვწერდი ზემოთ.
ეს ლოგო ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და მხოლოდ არაფორუმულ ფასად სწორედ ეს ლოგო მემეტება

MEGA - დიდი, გრანდიოზული და ა.შ გამოვხატე დიიიდი ცხოველით, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს M სიმბოლოს.
ლოგო ადვილად დასამახსოვრებელია და ვფიქრობ ზუსტად გადმოსცემს მეგა-ს შინაარს და იწვევს მეგას-ს ასოციაციას.
ამ ლოგოში "პერსონაჟი"-ს არსებობის გამო ვფიქრობ საინტერესო და შედეგიანი სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა შეიძლება მომავალში.
თვალში მოსახვედრია, იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია, დიდია მაგრამ ჩემი აზრით მაინც საყვარელია

კარდუ-ს ლოგოშიც გამოვიყენე რადგან, როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, ვფიქრობ ერთი კომპანიის პროექტები შეკრული უნდა იყოს ერთი საერთო ნიშნით.
ვინც ამ ფორუმიდან მიცნობს და სხვა კლიენტებიც დამეთანხმებიან, რომ არ მიყვარს ვინმეს ნამუშევრების უაზრო კრიტიკა და არც უაზრო შექება. მითუმეტეს საკუთარ ნამუშევრებზე არ მიყვარს თვითონ საუბარი მაგრამ თავს ამ საქმეში გამოცდილად ვთვლი და ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის არის! ჩემი კომპანიისთვის ავირებდი ამ ლოგოს (მიფიქრია კიდეც ლოგოს გამო კომპანიის დაარსება

)
დიდი ბოდიში საკუთარი ნამუშევრის ქება-დიდებისათვის მაგრამ მეპატიება, რადგან ეს "სპლიყვი" ჩემი სიამაყეა

ფერების, ფონტის და ა.შ შეცვლა რაღა თქმა უნდა შესაძლებელია.

"იყიდება" სამივე ლოგო ერთიან, გემრიელ თანხად

(შემდგომი დამუშავება მიხედვით თუ საჭირო გახდა)
წარმატებები ისევ და ისევ ყველას და პირველ რიგში სპლიყვს.
პატივისცემით, მე