Extrude-ს ვერ ვაკეთებ...

დავუშვათ დავხაზე სიბრტყეზე ფიგურა, მინდა რომ ამოვწელო და გარდავქმნა სივრცით სხეულად... არ გამოდის. მთლიანი ბრტყელი ფიგურის ნაცვლად, მხოლოდ მისი კონტური ამოყავს.
მაგ: დავხაზე კვადრატი და extrude-თი უნდა ამოვიყვანო კუბი, ამოყავს მხოლოდ კონტური და კუბის ნაცვლად გამოდის ოთხკედლიანი კარობკა;
მაგ: დავხაზე წრეწირი და extrude-თი უნდა ამოვიყვანო ცილინდრი,_ამოყავს მხოლოდ მილისებრი სხეული კონტურიდან.
ანუ მხოლოდ კონტურს უკეთებს extrude-ს, და არა მთლიან სიბრტყეს.
ამისათვის ალბათ ჯერ კონტურული ნახაზი უნდა ვაქციო ბრტყელ ფიგურად და მერე უნდა ამოვწელო, მაგრამ როგორ ხდება დავუშვათ წრეწირის წრედ გადაქცევა, ან სხვა კონტურული ნახაზის ბრტყელ ფიგურად გარდაქმნა, არც ეს ვიცი...
იქნებ მასწავლოთ ვინმემ?
* * *
გავაკეთე ისევ extrude, ამოვიყვანე კონტურები და ზემოდან გადავფარე Patch-ის საშუალებით (თუმცა არ ვიცი სხეული შიგნიდანაც შეივსო თუ მხოლოდ ზემოდან გადაიფარა გარსით...)
ამოვზნიქე bulge-თი... მაგრამ ამოზნექილობის ხარისხს (ამოზნექილობის სიმაღლეს) ვერ ვცვლი.
თვისებებში (properties) geometry>>patch bulge გრაფაში ვწერ სხვადასხვა რიცხვებს, რის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) ამოზნექილობა, თუმცა მაინც ერთი და იგივე რჩება.
თავიდან როგორც ამოიზნიქა ავტომატურად, ისევ იგივე პოზიციაზე რჩება რა ციფრიც არ უნდა ჩავუწერო...
ალბათ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ ვერ გამიგია რას...