ვათვალიერებ, ხშირად, ფორუმზე სხვადასხვა ფორუმელების ნამუშევრებს და საკმაოდ ნორმალური ან კარგია-ხოლმე. ეს ცალკეული შესრულებებია. ჩემი აზრით საინტერესო იქნება ერთობლივი მუშაობა. ორი ან რამდენიმე ფორუმელის (ან თუნდაც არაფორუმელის).
თქვენ რას იტყვით?
დიდი პროექტები ყოველთვის ჯგუფის მიერ იქმნება, სადაც თითოეული მონაწილე სხვადასხვა საქმეზეა ორიენტირებული - მხატვრული მონახაზი, პოლიგონალური მოდელირება, ტექსტურირება, რენდერი, რიგინგი, ანიმაცია და ასე შემდეგ... ყველაფერი რაც "საბოლოო" პროდუქტს იძლევა.
მინდა გაჩვენოთ რამდენიმე ნამუშევარი, რომლის შექმნაშიც ჩემი რამდენიმე ნაცნობი დამეხმარა:
აქ ტექსტურებზე იმუშავა ერთმა და შემდეგ uv კოორდინატების გასწორებაში მეხმარებოდა.

აქ სახლები სხვისი შექმნილია (მოყვარულია, თან რაღაცებს ვასწავლიდი).

ეს ნამუშევარი დიდი არაფერია, მაგრამ ნახატებით მომაწოდეს რამდენიმე შენობის გაკეთების იდეა

ეს ხალხი არ არიან ამ ფორუმზე დარეგისტრირებულები თორემ მოვნიშნავდი