gio-giorgiორივე ეკუთვნის BIM კატეგორიას და ამ სეგმენტში ბაზარზე ყველაზე სეროზული მოთამაშეები არიან.
რევიტი უფრო მერიკულ ბაზარზეა გავრცელებული, პირადად მე არქიკადი აქ არ მინხავს. (გარდა ერთი შემთხვევისა და ისიც გერმანელს ქონდა)
არქიკადი უფრო ევროპაშია გავრცელებული.
მე ორივეში მიმუშავია. პრინციპი და არის ორივე ერთი აქვს (გარდა ერთისა: რევიტი პარამეტრულია და ამ სახის მოდელირებაში ერთ ერთი საუკეთესოა)
რევიტს, გაცილებით უკეთესი მოდელირების საშუალება აქვს, როგორც "ხელის" (manual) ასევე პარამტრული. ასევე შეიძლება digital fabrication-შიც გამოიყენო. (პირადად გამიკეთებია)
აქვს ერთი შეხედვით მარტივი ინტერფესი (მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით) და დანარჩენ აუტოდესკის პროდუექტებთანაც "ძმაკაცობს" მეტნაკლებად. მაგალითად ინვენტორთან, ნევისვირქთან და როგორც ვიცი მაქსთან.
რევიტს გაცილებით კარგი რენდერი აქვს ვიდრე არქიკადს (ვგულისმობ 12 ვერსიას)
ასვევე გააჩნია, ფაზირების, ფრაგმენტაციის, ფილტრების, კოდირების, ID მინიჭების სისტემები რაც ძაალაინ აქტუალურია თანამედროვე და მით უფრო დიდი მასშტაბის მშენებლობაში.
(ამერიკის ორი ყველაზე დიდ პროექტი, 9/11 და "აღმოსავლეთის შემოსასვლელი" რევიტის დახმარებით კეთდება)
მაგრამ,
აქვს ძაან უბრალო და "მშრალი" ნახაზი. ცუდი და საკმაოდ მოუხეშავი ხაზვის სისტემა. ზედმეტად "უხეში" და სადა ფაბლიშერი დოცუმნტაციისთვის.
საკმაოდ დამაბნეველი ცხრილების და აღრიცხვების სისტემა.
გამოირჩევა არა სტაბილურობით (ქრაშები ძალზედ ხშირია).
არ ააქვს სამუშაო პერსპექტივის ხედი.
არ აქვს 3D დოცუმნტაციას (არა კი აქვს მაგრამ, ძაან გლეხურად

)
და რაც მტავრია არ კითხულობს თითქმის არც ერთ სხვა ფაილებს და არ აქვს "დაუნსეივი"
არქიკადს არ აქვს ისეთი ძლიერი მოდელირების სისტემა (პარამეტრული საერთოდ არ აქვს, ნუ მე რაც მახსოვს) თუმცა რაღაც დაამატეს მგონი ახალ ვერსიაში.
არ აქვს ზემოტ ნახსენები ფაზირების, ფრაგმენტაციის, ფილტრების, კოდირების სისტემა.
არ აქვს კარგი რენდერი.
აქვს ძაან შეზღუდული ბიბლიოთეკა. თუ რამე განსახვევბული გინდა უნდა იყიდო ან გადმოწერო პირატულად.
არ აქვს ფაბრიკაციის უნარი.
მაგრამ აქვს, ძაან მოსახერხებელი ხაზვის სისტემა. ძალიან ძლიერია ცხირილებში და ხარჯების კეთებაი. დოკუმნტაციაშიც და ფაბლიშერი ხო აქვს და აქვს. (ერთი თავით ჯობია რევიტისას)
და საერთოდ BIM მაგათმა დაიწყეს.
ორივე პროგრამა ძაან მაგარია, გააჩნია გამოყენების სპეციფიკას და პიროვნებას ვინ იყენებს.
პირადად მე რევიტი მირჩევნია, იმიტომ რომ დიდ ხანია უკვე ვიყენებ.
----------------
ისე კი ერთ რამეს ვიტყვი,
ბოლო კვლევებით BIM პროგრემბის გამოყენება გაიზარდა 75% ბოლო 4 წელიწადში. და მალე CAD (ძირითად იგულისმება, AutoCAD და Microstation) გადაიქცევა მეორად პროგრამებად.
საქართველოში და ზოგადად ევროპაში როგორ არის არ ვიცი მაგრამ, ამერიკაში თითქმის ყველა ოფისი თუ სტუდია გადადის კად პლატფორმიდან ბიმ პლათფორმაზე.
This post has been edited by HEPHAESTUS on 26 Jun 2013, 00:35