საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აცხადებს ვაკანსიას ვებ-რესურსების მართვის დეპარტამენტის ვებ, მომხმარებლის ინტერფეისის და აპლიკაციის დიზაინერის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 1,600 (ათას ექვსასი) ლარი.
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი.
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი.
მოვალეობები:
** ვებსაიტების კონცეფციის, ინფორმაციული არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
** შექმნილი დიზაინის დაჭრა და დაპროგრამების შემდეგი ეტაპისთვის მომზადება;
** კორპორატიული სტილის, ლოგოს მომზადება;
** საბეჭდი მასალების გრაფიკული მომზადება;
** ვებ აქტივობებისა და ინტერნეტ ინიციატივების ვიზუალური გაფორმება;
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით.
მოთხოვნები:
** შესაბამის სფეროში 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe illustrator, Corel (სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** HTML და CSS-თან მუშაობის გამოცდილება და მათი სტანდარტების ცოდნა;
** გრაფიკული დიზაინისა და ვებ-გვერდების ესკიზების შექმნის უნარი;
** მომხმარელის ინტერფეისის (UI) სტანდარტების ცოდნა და შექმნის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შერჩევისას პრიორიტეტული იქნება პორტფოლიო და ნამუშევრები.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის:
http://www.hr.gov.ge მეშვეობით.
http://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%9...bs/georgia/2551