ესეიგი მოკლედ აგიხსნით და ჩაგაყენებთ საქმის კურსში:
2 თვის წინ დავიწყე საიტის კეთება, თუმცა ფინანსების გამო დროებით შევწყვიტე. ზუსტად რა და როგორაა ამაზე საუბარი თემაში არ მინდა, თუმცა თუ დაგაინტერესებთ პიემში მომწერეთ

არის შოპინგ საიტი, ელექტრონული პროდუქტი (ანუ შიფინგის პრობლემა არ იქნება) მყავს ძალიან კარგი მომწოდებელი, ასევე, მაქვს ჰოსტი და დომეინი დარეგისტრირებული, საიტის დიზაინი თითქმის მზად არის. საჭიროა საიტის პროგრამული გამართვა (ძირითადად კალათა, გადახდის სისტემა). ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი მომსახურება საქართველოს ბაზარზე არ არის, და ამიტომ ძირითადად რუსეთიდან ყიდულობენ საქონელს. პროექტს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა აზერბაიჯანის, სასომხეთის და რუსული ბაზრის ნაწილზე გასვლის. საქართველოს ბაზარზე კი უბრალოდ ალტერნატივაც არ არსებობს

მოკლედ საკმაოდ სახალისო და ყველასათვის სასიამოვნო პროდუქტია არ გეგონოთ რო რამე წამლების ან სისულელეების გაყიდვაზეა ლაპარაკი

ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ ან ვინმეს თქვენს სანაცნობოში აქვს შესაბამისი ცოდნა, უნდა გამოცდილების მიღება და ამასთანავე ხელფასი, დამიკავშირდით ერთად დავიწყოთ და განვავითაროთ "ეს" ინდუსტრია საქართველოში

გმადლობთ წინასწარ და გელოდებით.