მოგესალმებით, სასწრაფოდ მჭირდება ბანერი. ხვალ შუადღემდე მივიღებ ვარიანტებს და ვის ბანერსაც ავარჩევ გადავუხდი 100 ლარს.
ზომები: 135სმ X 310სმ
მაგალითისთვის, თუ როგორი კონსტრუქციით უნდა იყოს:

ანუ ზევით განვადება ეწეროს ლამაზად, მაგის ქვევით - დღეში 0.79 ლ
მერე ეგეთი კალენდარივით უნდა ეხატოს. შემდეგში, როცა ეს ბანერი დამზადდება, მანდ ანუ ჯერ ეწერება 10 დღე, მერე 9, მერე 8 და ა.შ. უკუთვლით წავა რა, შეიცვლება ხოლმე მანდ ეგ ციფრები.
მაგის ქვევით იყოს ლამაზად ლეპტოპების რამდენიმე ფოტო. ფერადებიც თუ იქნება არაა პრობლემა, უბრალოდ ცისარტყელასავიც არ აჭრელდეს რა.
და სულ ქვევით ჩაჯდება ფეისბუქის ლინკი, საიტის ლინკი და შეიძლება ჩაემატოს სადმე რამდენიმე ბანკის ლოგოც.
რაც შეეხება ბექგრაუნდს, არ იყოს ძალიან გადატვირთული. იყოს სადა, თუმცა ძალიან უღიმღამო არა.
ანუ დეტალებს, რაზეც კეთდება აქცენტი (დღეში 0.79 ლ და დარჩენილია 10 დღე) უნდა ქონდეს კარგი ეფექტები, რომ გამოკვეთილი იყოს და ჩანდეს.
სანდოობაზე პრობლემა არ არის, პირველად არ ვუკვეთავ მსგავს რაღაცას.
ხვალ შუადღემდე მივიღებ ნამუშევრებს და ხვალვე გეტყვით, თუ რომელი ავარჩიე.
ანგარიშსწორებაც ხვალვე მოხდება.
This post has been edited by gkaka on 12 Feb 2014, 15:35
“In three words I can sum up everything I've learned about life: it goes on.” - Robert Frost