Quentinშეიძლება აქ არ არის ამის ადგილი და
იმედი მაქვს დიდ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ,
მაგრამ მომეწონა ეს დიზაინი და ძალიან მინდოდა ჩემი აზრი გამომეხატა. თუ არ მოგეწონება, დაიკიდე უბრალოდ.
ვარდისფრად მოვნიშნე ადგილები, რომ შესამჩნევი იყოს (ქვევითაა სურათი).
მე მგონი დაშორებები თანაბარი რომ იყოს უკეთესი გამოვა. თუ დააკვირდები, ზოგან დიდი დაშორებაა კიდიდან, ზოგან ძალიან პატარა. განსაკუთრებით სურათთან და დიდ ტექსტთან. ასევე სხვადასხვა ადგილას.. (ვარდისფერი ხაზებითაა მონიშნული დაშორებები).
მაგის გარდა ყველაზე მეტად რაც თვალში მხვდება ეს ორი ფონტია ასეთ ადგილებში ერთად გამოყენებული.
* ზევით ლოგოსთან san serif-ია და იმის ქვეშ ახლოს, მენიუში serif-ი.
* სათაურები serif-ია და ტექსტები ახლოს san serif-ი.
* footer-ში მარცხენა მხარეს წარწერა serif-ია და მარჯვნივ san serif-ი. თან სხვადასხვა ზომა გამოდის.
* ტექსტი san serif-ითაა და მარჯვენა მხარეს ნავიგაცია ისევ serif-ით.
san serif-ს მივანიჭებდი უპირატესობას..
მე მგონი ჩრდილები ოდნავ უფრო მუქია. მაგალითად, მთავარ მენიუზე.
პატარა ფრაგმენტი დავხატე მანდვე სხვანაირი ჩრდილებით რომ შეადარო.
ასევე, მარცხნივ სურათზე თარიღი რომ იყო, მაგასაც ჰქონდა ჩრდილი და მაგის ანალოგიურიც დავამატე ცოტა განსხვავებული ჩრდილებით.
შეიძლება მაგ თეთრ ნაწილს ღია კონტურიც მოუხდეს.. სურათის ქვეშ პატარაზე ხაზი გავავლე.
და კიდევ მე მგონი ნაცრისფერში რომ არ გადავიდეს და ზევით რაც არის ფერი - კრემისფერი/ყავისფერი, მაგ ფერში რომ გადავიდეს უკეთესი იქნება. (ქვევით ცოტა მეტი კონტრასტი რომ იყოს ფონს და ტექსტს შორის)