გამარჯობათ.
გადამზიდავი კომპანიისათვის გვჭირდება ანიმირებული ვიდეორგოლი.
შევეცდები აგიხსნათ რა გვინდა რომ გამოვიდეს.
ვებ გვერდის ჩატვირთვისას ჩნდება ინტრო.
ინტრო უნდა მოიცავდეს სატვირთო გადაზიდვების ევოლუციას
ვიდეო უნდა იყოს ანიმირებული ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე როგორ ვითარდებოდა სატვირთო გადაზიდვები
მაგალითად:
1)ძველი დრო – ადამიანის ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდებოდა ტვირთების გადაზიდვა, შემდგომში –ცხენებით, ხარებით.
2)შემდეგი ეტაპი – ბორბლის გამოვლენა, მაგალითი (ურემი)
3)მომდევნო ეტაპი – გადაზიდვები ხდებოდა ნავების მეშვეობით
4)შემდეგი ეტაპი – საფოსტო გაჩერებები (ხდებოდა 1 პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ცხენების საშუალებით საფოსტო გადაზიდვები, შუალედურ პუნქტებში იცვლებოდა ცხენები)
5)ორთქმავლის გამოვლენა – სარკინიგზო გადაზიდვები ორთქმავლების მეშვეობით
6)ავტომობილების გამოვლენა – გადაზიდვები ავტომობილების მეშვეობით
7)თვითმფრინავის გამოვლენა – გადაზიდვები ჰაერის საშუალებით.
პერსონა რომელიც გამოყენებული იქნება ანიმაციაში, ასევე იქნება გამოყენებული კომპანიის სლოგანებსა და სხვა და სხვა რეკლამებში, შესაბამისად პერსონაჟი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული ანიმირებული გმირი. სასურველია ქართველის ტიპაჟი
შევეცდები აგიხსნათ როგორი გვინდა რომ იყოს კადრი.
ჩვენი მთავარი გმირი (პერსონაჟი) რომელიც ამ გადაზიდვებს ახორციელებს უნდა იყოს ვიდეოს შუაში და ანიმაციის დასრულებამდე სულ შუაში უნდა იდგეს, ირბინოს, იაროს სულ ერთია უბრალოდ უნდა მოძრაობდეს უკანა ფონზე კადრი და პერსონაჟი კადრს მიღმა არ უნდა გადიოდეს სულ შუაში უნდა იყოს და განიცდიდეს ევოლუციას კადრის ცვლასთან ერთად.
ანიმაცია შეიძლება იყოს
2d, 3d და თუ გინდათ 10d 
მთავარია იყოს
ლამაზი, ეფექტური და აზრიანი.
შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით.არ არის აუცილებელი და არც გვჭირდება წინასწარ მთლიანი ვიდეო დაამზადოთ. საკმარისია რამდენიმე წამიანი ფრაგმენტიც, რათა მივხვდეთ რა შეგიძლიათ და გვიღირს თუ არა თქვენთან საქმის დაჭერა.
ასევე თუ თვლით, რომ შეგიძლიათ მსგავსი ვიდეოს დამზადება და გაქვთ ნამუშევრები, რომლებიც მოწონებას დაიმსახურებს, გვაჩვენეთ არც ამაზე ვართ წინააღმდეგები.
ანაზღაურება: ანაზღაურებაზე შევთანხმდებით წინასწარ გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი წამი/წუთი/"საათი"(<- ეს პირობითად) იქნება ანიმაცია, ასევე გავითვალისწინებთ იმას, იქნება ეს 2D თუ 3D. გავითვალისწინებთ კადრების რაოდენობასა და შესრულების ხარისხს.
ბიუჯეტი განსაზღვრული არ არის, ასე რომ შეგიძლიათ თამამად შეასრულოთ ნებისმიერი სირთულის ანიმაცია
რომელიც უნდა გრძელდებოდეს 20დან 30 წამამდე.
შესაძლებელია მეტიც ან ნაკლებიც თუ სიუჟეტი (პირობითად მულტფილმი) მოგვეწონება.
ველით თქვენს შემოთავაზებებს.
განცხადებას მივცემთ კონკურსის სახეს რომელიც აქტიური იქნება 1 კვირის განმავლობაში, 2011 წლის 1 ნოემბრამდე. საკონტაქტო ინფორმაცია:
რეზო ლაშქარავა
ტელ: 595 595 771
ელ. ფოსტა: rezolashkarava@gmail.com
Skype: rezolashkarava
მადლობთ წინასწარ.
This post has been edited by Babana on 25 Oct 2011, 13:53