ebi_chanMrChornaarchilchegheმადლობთ მეგობრებო

ამ დღეებში ვერ მოვახერხე დაპოსტა და ეხლა ვიტყვი სათქმელს :დ
მოკლედ, უპასუხისმგებლობა და დიზაინერების დაუფასებლობა მესმის მაგრამ ამ დონეზე?
კარგია როცა კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კარგი ლოგო და ცდილობთ საუკეთესო აარჩიოთ, მაგრამ როდესაც კონკურსზე 100 ლარს აცხადებ ანაზღაურებას და მერე წერ რომ: უი იცით არც-ერთი არ მოგვეწონაო, უკვე მმეგონი დიზაინერების აბუჩად აგდებაა ეს. როდესაც კომპანის აქვს, რაღაც ამბიციები და სურვილები მაშინ შესაბამისი თანხაც უნდა იქნეს გამოყოფილი ამისთვის (როგორც ეკონომიკაშია მიღებული წესად : საზოგადოება მათ შორის დიზაინერებიც სტიმულებზე რეაგირებენ) , აბა თქვენ, თქვენი თავი სხვა კომანიებზე ჭკვინები გგონიათ, რომლებიც ათასობით და ათიათასობით დოლარს იხდიან ლოგოსთვის.
ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ არც თუ ისე მაღალი ანაზღაურების გამო თემაში არ დაიდო კარგი ნამუშევრები. ჩემი აზრით, ამ თემაში ბევრი ლოგო (მათ შორის არ დავიწყებ თავდამბლობას და ჩემიც) სრულიად აკმაყოფილებდა თქვენს მოთხოვნებს.
მთლოაბობაში კი ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს კონკურსიც ისევე, როგორც სხვა მრავალი კონკურსი ფორუმ.გე-ზე გადაგდებით დასრულდა.