სალამი.
თქვენი უანგარო დახმარება მინდა თუ იქნება შესაძლებელი

არის ასეთი სტრატეგია, ირეფაბლიქი რომელსაც აქტიურად ვთამაშობთ ასიოდე ქართველი.
გვაქვს ჩვენი მილიტარი იუნიტი (სამხედრო ქვედანაყოფი) რომელსაც სჭირდება ,,ფორმა", ანუ ავატარის ჩარჩო რომელიც ყველასთვის იქნება საერთო, და ამ ჩარჩოში უკვე სასურველ ინდივიდუალურ ფოტოებს მივაბამთ.
ჩვენ მილიტარი იუნიტს ქვია SPA.
http://prntscr.com/8r7mtnესაა ჩვენი ავატარის ჩარჩოს ზედა ნაწილი. ანუ იქნება ფარი, ფარში ჩაისმება ის ავატარი რომლის ჩასმის სურვილიც მილიტარი იუნიტის წევრებს ექნებათ. მაგრამ ქვედა ნაწილი არ გვაქვს.
იდეა ასეთია, რომ თითქოს ფარი არის ხე და ფარს ქვემოთ ბუნებრივად მივაბათ ფესვები. ფესვებს მოცულობით დაახლოებით იმდენი ადგილი უნდა ეკავოს, რამდენის ,,მოწევა კლავს" წარწერას უჭირავს სიგარეტის კოლოფზე. დაახლოებით ეგ თანაფარდობა.
და სასურველია ამ ფესვებში გამოიკვეთოს SPA-ს ფორმის სამი ფესვი. ქართულად უკეთესი იქნება ალბათ ,,სპა" უფრო ჰგავს ფესვებს, ვიდრე ლათინური ასოები, მაგრამ უცხოელებიც გვყავს იუნიტში... თქვენ თუ დახმარებას გადაწყვეტთ და არ დაიზარებთ შეგიძლიათ ორივე ვარიანტი გაგვიკეთოთ.
მადლობა წინასწარ.