მოკლედ დავწერ რა ტიპის ლოგოზეა საუბარი
არსებობს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო(off-road) შეჯიბრება რომელიც იმართება მალაიზიაში
იმდენად პოპულარული გახდა რომ მსოფლიოს მრავალქვეყანაში დაიწყეს ამ შეჯიბრებების ჩატარება და ჩვენც ვატარებთ ამ წლის ბოლოს. გვჭირდება ლოგო რომელის სტილიც დაცული უნდა იყოს ორიგინალის ანალოგიურად უბრალოდ თემატიკა შეგვიძლია რამე ჩვენებური გამოვიყენოთ. შეჯიბრების ზოგადი სახელია Rainforest Challenge ჩვენს შემთხვევაში კი ქვია Rainforest Challenge Caucasus შესაბამისად კავკასიის თემატიკა უნდა ჭარბობდეს(მთები,ჯიხვი და ა.შ. ყველა იდეა განიხილება)
ეს არის ორიგინალი ლოგო

ეს არის რუსეთის ეტაპის ლოგო

ეს არის ინდოეთის ეტაპის ლოგო

ეს ევროპის ეტაპის ლოგო

ბალკანეთის ეტაპის ლოგო

ეს ჩვენი ნამაიმუნარი ლოგოა რომელის სასტიკად არ მოგვწონს

))

ვიზუალურად ყველაზე ლამაზი და დახვეწილი არის რუსეთის ეტაპის ლოგო,თუმცა ანალოგიურის გაკეთება არ ივარგებს.
იდეაში რაღაც მაგ სტილის თუ გამოვა კარგია ოღონდ კავკასიის ელემენტებით გაჯერებული
აუცილებლად 4x4 ავტომობილიც უნდა იყოს და დააკვირდიტ ზოგიერთ ლოგოს ქვედა მხრიდან ავტორის ხელმოწერა აქვს აი ეგეც აუცილებლად უნდა ქონდეს... ფონტი რომლითაც ორიგინალ ლოგოზეა დაწერილი RFC ეგ ფონტი უნდა გადმომიგზავნონ და მერე მაგ ფონტით დავაწეროთ, უბრალოდ მანამდე იქნებ მიახლოვებული ფონტით დავაწეროთ RFC Caucasus. ვარიანტები დამიდეთ სატესტოდ, უხარისხო სურათებათ, შემდეგ შევარჩევთ და რომელიც მოგვეწონება იმას ვიყიდით. ეს ერთჯერადი საქმე არ იქნება,პერიოდულად დაგვჭირდება ხოლმე სხვადასხვა ტიპის დიზაინები და ვისი ნამშევარიც ყველაზე მეტად მოგვეწონება ყოველთვის იმას შევუკვეთავთ ხოლმე(ბანერების დიზაინები და ა.შ.)
This post has been edited by geooffroader on 1 Jul 2016, 01:07