ვაა, რამხელაზე წასულა ეს თემა
george_2209–ს ბოლო, მეთხუთმეტე ნამუშევარი ძალიან მაგარია.
მე პირადად არ მცალია და ვერ მივიღე მონაწილეობა, თუმცა ჩემ აზრს ვიტყვი:
ამ ლოგოში მთავარი დატვირთვა მოდის სმაილზე (ისევე როგორც DonGeorge–ის ნამუშევარში T-ზე და %-ზე). ტექსტი The.ge და სლოგანიც რომ დატვირთოთ, არ ივარგებს, ზედმეტად დამძიმდება და გაუგებარი იქნება რამ უნდა მიიქციოს ყურადღება და რა უნდა დაგამახსოვრდეს. ზოგადად ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ლოგო, სიმბოლო, სლოგანი და ა.შ. იყოს User Friendly, განაწყოს მომხმარებელი დადებითად (რაც ამ ლოგოში 100% მოქმედებს).
მეც ვყოფილვარ დამკვეთი და მესმის, რომ ძნელია საბოლოო არჩევანის გაკეთება და ალბათ ამიტომაც წერთ, რომ აი რაღაც აკლია, მაინც მშრალია. დიზაინიც გამიკეთებია და ესეთი შენიშვნებით თითქმის შეუძლებელია მუშაობა. შენიშვნა უნდა იყოს კონკრეტული. მაგალითად: მინდა მაღალ დაბალი ფონტი, მინდა მომრგვალებული ან პირიქით სწორ კუთხოვანი. ამა და ამ ფერის და ა.შ.
იმედია მიხვდით რის თქმაც მინდა.
დიზაინერებო წარმატებები ყველას
Trying to work on YOUTUBE... :)