ნაცნობი იმბავია

უნდა მიეჩვიო მაგას თავიდან. ბევრი მუშაობა და ბევრის სწავლა მოგიწევს, რომ ჯანგლზე მუსიკა მიიღონ.
მე 10 წლის წინ ვწერდი სონარში, მიდი საუნდ ფონტებით. 40-მდე კომპოზიცია გავაკეთე. მერე მივივიწყე დროის უქონლობის გამო.
ამ ზაფხულზე შემთხვევით, ჯანგლს მივაკითხე და პირველივე კომპოზიცია რომ დაიწუნეს, დაიწყო ჩემი მეცადინეობები.
ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილა ტექნოლოგიურად. არის ახალი სემპლები და ინსტრუმენტები. რა თქმა უნდა საუნდ ფონტებს დაიწუნებდნენ.
მოკლედ, ხმის რეჟისურა და მასტერინგი შევისწავლე, ახალი ტექნოლოგიებიც ავამუშავე და მართლაც კარგი ჟღერადობა მივიღე.
კიდევ ვაპირებ დახვეწას, როცა დროს გამოვძებნი. თანაც, პრობლემა მაქვს მონიტორინგში. კარგი სისტემა უნდა ვიშოვო, თორემ თავად ვერ ვისმენ გამართულად.
ჯანგლის გადამკიდე დიდი ცოდნა მივიღე. და მაინც, ჯერ მხოლოდ ორი კომპოზიცია მიიღეს.
http://audiojungle.net/user/chaganava/portfolioპონდი კი ყველაფერ იღებს.
http://www.pond5.com/artist/chaganavaპონდს პრევიუ ფაილები ძალიან აქვს კომპრესირებული, საშინლად ისმის.
ამიტომ აქ ვაპიარებ უკეთესი ხარისხისას და ვამისამართებ პონდზე:
https://soundcloud.com/chaganavaისე, ჯანგლზე გაბრაზება არ ღირს. კარგი საშუალებაა საკუთარი ნაშრომის და ხარისხის შესამოწმებლად.
ერთიცაა, სტოკებზე კომერციული მიმართულებაა და შესაძლოა კარგი, მოსამსენი მუსიკა არ მიიღონ ამ მოტივით.
ჩემი კომპოზიციები სწორედ ასეთია და ახლა უკვე ვიცი, თუნდაც მიიღონ, მაინც არ გაიყიდება წარმატებით.
გაყიდვებზე არც მაქვს ორიენტაცია. უბრალოდ ვხალისობ და ვსწავლობ.
სტოკებიდან რომ შემოსავალი ნახოთ, მთელი დრო უნდა დაუთმოთ. ვიცნობ სტოკერებს, რომლებიც სხვას არაფერს აკეთებენ. შემოსავლებით კი მაინც უკმაყოფილოები არიან.
მუსიკა, გრაფიკა, ვიდეო - ჩემი საქმეებია, მაგრამ ვხვდები, რომ იქ გაყიდვებზე არ ღირს მუშაობა. უამრავი მიზეზია, თავად გამოთვალეთ დროსთან მიმართებაში.
Medartimus - კარგი მუსიკა და ხარისხი გაქვს. იცი კიდეც, რაზეა მოთხოვნა სტოკებში. თუკი დროის ფასად გიღირს, წარმატებას გისურვებ!