ქალაქთან ყველაზე ახლოს - 10 წუთის სავალზე, თბილისი მოლიდან ზუსტად 14 კილომეტრში, (აქედან 10კმ ავტობანია, 3 კმ ასფალტიანი გზა, ხოლო 900 მეტრი გრუნტიანი გზა) ზღვის დონიდან 900 მეტრზე, (გააჩნია მაღალმთიანის სტატუსი) ბერტას თავზე, წეროვნის აგარაკებზე იყიდება 600 მ2 ბეტონის ბოძებითა და უჟანგავი სქელი მავთულბადით კაპიტალურად შემოღობილი, კომუნიკაციებიანი მიწა (საკადასტრო კოდი: 72.08.05.029) ზედ მდგომი ორი კაპიტალური (ისეთი არა კომპანიები რომ აშენებენ ნაფნაფის სახლებს ორმოც დღეში) 77 -77მ2 კოტეჯით. ვინც მშწნებლობაში ერკვევა და შენობას მხოლოდ ვიზუალით და ფართით არ აფასებს მათთვის საყურადღებოდ! - კოტეჯების კონსტრუქცია არის შემდეგი: თითო კოტეჯი დგას 15 ერთეულ 6მმ კედლის სისქისა და 115მმ დიამეტრის რკინის მილზე, თითო მილი მიწაშია ერთმეტრიან სიღრმეზე და ჩასხმულიაქვს ნახევარკუბამეტრიანი B25 მარკის ბეტონის ბალიში დადუღებულ არმატურებში, რკინის მილებზე დგას 20სმ სიმაღლის ძველი საბჭოთა რკინის შველერის კარკასი, შუაში გადებული ორტესებრი კოჭით ამავე მილებით აწეული ერთმეტრიანი ამაღლება იატაკიდან და ზემოთ გადატარებული 100მმ სიმაღლის სანტიმეტრკედლიანი სისქის საბჭოთა კუთხოვანა, ამ კუთხოვანაზე დგას 80*40*3 პროფილის 6მეტრიანი მილკვადრატებისგან შეკრული 10 ცალი ე.წ. სამკუთხედი ფერმა, ზედ დამაგრებული 3სმ სისქის ფიჭვის ფიცრებით და დაფარებული მუქი ნაცრისფერი 10 სმ სისქის სახურავის სენდვიჩპანელით, იატაკის შველერებზე 70 სმ იანი დაშორებებით დალაგებულია 20სმ სიმაღლის და 10 სმ სისქის დამუშავებული ხის კოჭები და იატაკის დათბუნებად კოჭებსშორის ასევე ჩალაგებულია 10 სმ სისქის სახურავის კეხებიანი სენდვიჩპანელი, ხოლო სველი წერტილის იატაკი ჩამოსხმულია რკინაბეტონის ფილით. ვიტრაჟების კონსტრუქცია არის მთლიანად რკინის მილკვადრატი შიგ ჩასმული ორმაგი მუქი შავი მინაპაკეტით, სახურავის გადმოშვერები გაკეთებულია ულამაზესად კეხებით, შუბლებით და წყალგამძლე ლაზურით დამუშავებული ხის აფშივკით. უკანა მხარეს ფანჯრებს შორის და გვერდითა კედლებზე გაკრულია 2სმ სისქის ასევე წყალგამძლე ლაზურით დამუშავებული წიწვოვანი დაშიპული ფიცარი . თითო კოტეჯს ექნება პირველ სართულზე 6მ2 სველი წერტილი, 11მ2 საძილებელი, 25მ2 მისაღები სტუდიო გაერთიანებული 6 მეტრიანი ჭერით, 18მ2 ღია ვერანდა, მეორე სართულზე კი 17მ2 საძინებელი. მშენებლობაზე ხელოსანი არ მიმიკარებია და აბსოლუტურად ყველა სამუშაო (მინაპაკეტის ჩასმის გარდა) გაკეთებულია ორი წლის განმავლობაში საკუთარი ხელით, გადაღებული მაქვს მშენებლობის ყველა ეტაპისა და გამოყენებული მასალების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, ორივე კოტეჯს აქვს საკუთარი ეზო და საკუთარი ჭიშკარი, ტერიტორია ჩაფლულია ტყის მასივში, არის საოცარი სიწყნარე და გააჩნია ულამაზესი ხედები დღე-ღამის ნებისმიერ დროს წელიწადის ყველა სეზონზე. დასასრულებლად პროექტს სჭირდება იატაკების, ტიხრების, აფშივკკის, სველი წერტილებისა და ეზოს კეთილმოწყობა და იქნება არაჩვეულებრივი კაპიტალი როგორც საცხოვრებლად ასევე კომერციული თვალსაზრისით. ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ყველაფერ ამას დავთმობ გონივრულ (და არა გადასაგდებ) ფასად - 90000$
ტელეფონი 577772536. ვისაც ფასი არ მოგეწონებათ შეგიძლიათ აიღოთ დიდი ბლოკნოტი, იყიდოთ მიწა, დაიწყოთ ამ კონსტრუქციით მშენებლობა და ითვალოთ ხარჯები და ბოლოს მიღებული ჯამი შეადაროთ ამ თანხას!
This post has been edited by tactikal777 on 21 Jan 2023, 08:47