#59997424 · 11 Jan 2023, 19:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ხუდადოვზე 2 ნიკორა არის? ერთი კი ვიცი დაბლა, დიდი ნიკორა, მახათას კუთხეში, მრგვალი ფასადი რომ აქვს და მეორეც არის სადმე?
|
მეორე ახალი გახსნილია, ხუდადოვზე უფრო შუისკენ 2 ნაბიჯთან ახლოს. ავერსის მეტი სხვა აფთიაქი არაა მგონი. რაც შეეხება არაბრენდულებს, მარი მარკეტია ხუდადოვზე აგრეთვე და ზემოთ ქუჩებზე ძირითადად ჯიხურები, (შერვაშიძე, ჯორჯაძე, ტოროშელიძეზე რაც შემხვედრია).
ჩემს ქუჩაზე მაგალითად (ტოროშელიძე-ორჯონიკიძე) გლოვო მოდის თუმცა რესტორნების მცირე არჩევანია. ინტერნეტი ჩვეულებრივადაა ოპტიკა, მაგის პრობლემა არ შეგექმნება. ჩემსავე ქუჩაზე არის კანალიზაციაც, ზოგზე არაა და ყიდვამდე გაარკვიე ეგეც და გზის საფარსაც დააკვირდი მაინც. (ეგ ზოგადად ივერთუბნის პრობლემა არაა, სადაც დასახლება იზრდება, აგებს მერია ასფალტსაც და კანალიზაციაც შეჰყავს, უბრალოდ მანდ მიწაც ძვირდება მერე)
--------------------
ისეთი შაბეჭდილება მრჩება, ბევრ გულშემატკივარს ერთი სული აქ ხვიჩას კარიერა წინსწრებით "გადაახვიოს" და საბოლოო ბუღალტერია დათვალოს. არადა მთელი კაიფი სწორედაც რომ პროცესშია © java83
|