#48610784 · 19 Aug 2016, 00:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰაერიც კარგია და სიგრილეც. ჩემი ახლობელი ცხოვრობს მანდ მეზობლად და როგორც მეუბნება ხანდახან ზაფხულობით ღუმელიც კი დაუნთია რომ შეცივნიათ. მოკლედ, ეზოც, ადგილიც და ჰაერიც კარგია. სახლია უბრალოდ ძველი და შესაკეთებელი, ან უკეთესი იქნება თუ ისე მოიქცევი, როგორც მე ვაპირებდი, დაშლი და ახალს ააშენებ ამის გამოყენებით. უფრო მეტს გეტყვი, ზემოთ სურამს გააჩნია სად კითხულობ, სურამის ნაწილი, რომელიც ფერდობებზეა გაშენებული მეწყერსაშიში ზონაა და ბევრს დაუზიანდა უკვე სახლი მაგის გამო. გარდა ამისა, ფერდობზე შეფენილი, დაქანებული ეზო, ეზოდ ხშირად არ ვარგა. ზამთარში კი ბევრ მაგისთანა ადგილზე მანქანით ასვლა შუძლებელია თოვლისა და ყინულის გამო (წარმოიდგინე ვიწრო, საცალფეხო ჩიხი ფერდობზე, მოყინული და თან დათოვლილი, ეს ძალიან დამახასიათებელია სურამის ნაწილისთვის). ამ შემთხვევაში ეს პრობლემები არ არსებობს, პლიუსები კი ბევრია. გზაც სწორი შედის, ცენტრალური გზიდან (ახლა ცოტა გაფუჭებულია გზა, კანალიზაცია ახალი ჩაყრილია და ჯერ არ დაუგიათ იმის მერე რაც გადათხარეს), ეზო სწორია (ვაკე) და მყუდრო. ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ტყე და ცენტრი ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზეა, საკმაოდ ახლოს. ქუჩა ძალიან განიერი არაა, მაგრამ საკმაოდ განიერია ორმა მანქანამ რომ გზა აუქციუოს ერთმანეთს. რომ მივდივარ, სახლის წინ ვაჩერებ ხოლმე მანქანას და გამვლელი მანქანები მაინც ეტევიან და ახერხებენ გზის აქცევას (მანქანები მაგ ქუჩახზე ზოგადად ცოტა და იშვიათად მოძრაობენ). მეზობლები მარტო ორი მხრიდან გეყოლება. ერთ მხარეს სამანქანე გზა გექნება და კიდევ ერთ მხარეს ფეხით სასიარულო გზა. ანუ, ორ მხარეს საზოგადოებრივი სივრცეა და ახალი მშენებლობების შემთხვევაში ეს გამოგადგება.
|