#58481898 · 14 Oct 2021, 13:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის საიტებზე წარმოდგენილ განცხადებებში ხშირად შეხვდებით ფრაზას: "ბინა ბანკის შემფასებელმა შეაფასა ან "ბანკის მიერ შეფასებულია XXXXX დოლარად". ხომ არ იცით რა ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით ხდება შეფასება? ხშირად შემხვედრია აგრეთვე ე.წ. "რეკომენდებული ფასი" გასაგებია რომ რეალური გასაყიდი ფასი ანუ ფასი რა ფასადაც იყიდება უძრავი ქონება ყოველთვის ნაკლებია მითითებულ ფასზე მაგრამ რამდენით? ისე წესით პირიქით არ უნდა იყოს? ანუ ბანკმა ქონება საბაზროზე ნაკლებ ფასად არ უნდა შეაფასოს? ეს იმიტომ რომ მაგალითად იპოთეკური სესხის გაცემისას თუ კრედიტორი ვერ იხდის სესხის პროცენტს და ქონება ჩამოერთმევა ბანკი დაინტერესებულია რომ ქონების რეალიზება გარანტირებულად მოხდეს უმოკლეს ვადებში, ხომ ასეა? მგონი თვითონ გამყიდველებს არ სჯერათ ამ შეფასებების, მაგრამ მაინც დებენ. შედეგად გადის წლები, არც ეყიდებათ და არც ფასს აკლებენ. უფრო კონკრეტულად: თუ ბინას ადევს X ფასი და 2 წლის განმავლობაში არ გაიყიდა რამდენი %-ით ნაკლებ ფასად შეიძლება გაიყიდოს? გასაგებია, რომ ეს ინდივიდუალური საკითხია, იმიტომ რომ სპეკულატიური მდგენელი ფასის დადგენაში ძალიან მაღალია, მაგრამ საინტერესო იქნებოდა სხვების აზრის მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ რამდენი % დაგიკლეს ბინის ყიდვისას?
--------------------
She Does It Right
|