კედელში მაქვს ჩაყოლებული გაზის მილი რამდენი წელია უკვე, ხოდა ეხლა მოვიდნენ და მეუბნებიან არ შეიძლებაო დამალვაო, ან დეტექტორი უნდა დადგესო. ლოგიკური კითხვა გამიჩნდა მეც, რატომ არ შეიძლება და რა საფრთხის შემცველია? ვერაფერი ვერ მიპასუხეს... თუ გაჟონა კედელში როგორ დავინახავთო?
და ოთახში კედელზე გაყოლებულს როგორ დაინახავენ? ან კედელში ჩაყოლებულმა მილმა რატომ უნდა გაჟონოს, რეაქციაში შედის გაჯი და მილი?
ჩემი თავის მტერი მეც არ ვარ, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე მართლა საფრთხის შემცველია თუ უბრალოდ ვიღაცის ახირებაა?
არსად არ დევს ონლაინ დოკუმენტი სადაც წერია შეზღუდვები და შეზღუდვების ახსნა?
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....