მოგცემთ რამდენიმე რჩევას.
სანამ სარეცხ მანქანას შეიძენთ ჯერ უნდა განსაზღვროთ:
1. სად ამონტაჟებთ.
თუ ნესტიან ადგილას (აბაზანა, სამზარეულო მაღალი ნესტიანობით), მაშინ იტალიური მოდელები არ გამოდგება. გაცილებით უკეთესი ვარიანტია კორეული მანქანები.
2. რამხელა ადგილი გაქთ ოპერირებისთვის.
თუ მანქანის ირგვლივ დიდი სიცარიელეა, უმჯობესია ჰორიზონტალური ჩატვირთვით აირჩიოთ, თუ სივიწროვეში დგამთ მაშინ ვერტიკალური ჩატვირთვით (ჰორიზონტალური ბრუნით).
3. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის შესასყიდი ფასი თუ ექსპლუატაციის ღირებულება.
თუ გინდათ, რომ ცოტა ელენრგია დაწვას, სარეცხი ნაკლებად დააზიანოს და კარგად რეცხოს აირჩიეთ AAA(A). არსებობს 3 და 4 A-იანი მანქანები მაგრამ მგონი სხვაობა არ არის. თითო A თითი კომპონენტის (ენერგიის მოხმარება, წურვა და ა.შ.) ხარისხს განსაზღვრავს და სადაც B ან მომდევნო ასო გამოერევა იმი კომპონენტის ხარისხი უარესი აქვს.
4. თუ შეგიძლიათ სარეცხ მანქანასთან მუდმივი ცხელი წყლის მიწოდება.
ამ შემთხვევაში იყიდით მანქანას, რომელსაც არ აქვს გამაცხელებელი ელემენტი. იგი ბევრად იაფი დაჯდება, უფრო ეკონომიურიც იქნება და მეტ ხანსაც გემსახურებათ.
5. რამდენად მშრალი სარეცხის გამოღება გინდათ მანქანიდან.
1200 ბრუნი პირსახოცსაც კი საკმაოდ კარგად აშრობს, თუმცა 400 ბრუნიანზე ბევრად ძვირი ღირს. არ გირჩევთ საშრობიან (ცხელ ჰაერზე) მანქანის შეძენას. ტყუილად გადაიხდით დამატებით თანხას და საკმაოდ დიდ თანხას.
სამწუხაროდ საქართველოში ძნელი საშოვნია მანქანები ვერტიკალური ბრუნვით, რომლებსაც აქვთ აირის ბუშტულებით რეცხვა, გარდა ამისა აქვთ საშუალება რეცხვის პროცესის შეუჩერებლად სარეცხის დამატება-ამოკლების.
საუკეთესოდ რეცხავს დახრილი ბრუნვის ღერძიანი მანქანები, მაგრამ არცთუ იაფი ღირს.
კარგ მანქანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს "სწრაფი რეცხვის", "ნაზი რეცხვის", და "სუპერჭუჭყიანის რეცხვის" ფუნქციები.
სხვადასხვა ეკოლოგიური ნავაროტები, უფრო ზედმეტი ფულის ყრაა.
მოერიდეთ მონტაჟს საკუთარი ძალებით და ეძებეთ მაქსიმალური საგარანტიო ვადიანი მანქანა.
კალგონი აღარაა საჭირო. ყველა ნორმალური სარეცხი ფხვნილი შეიცავს კალგონს.
და ბოლოს:
საუკეთესოა გერმანული და ავსტრიული მანქანები ევროპული სბორკით.
შვედურზე ამბობენ კიდევ უკეთესიაო, თუმცა