asiko
საბაში, მაგრამ მე იქ საჩემოდ არაფერი მომწონებია

თან ზოგიერთების თანხები იმხელაზე ადიოდა შეკვეთით ბევრად ნაკლები რომ გამოდის.
მე ვაპირებ შემდეგნაირად, მასალებს ვყიდულობ ლთბ-ში, შემომტანები არიან, ყველანაირი ფურნიტურაც აქვთ, თან ისეთები ნერწყვები მოგადგება
იყიდება ლამინატის ფილები 2.8X2.07 m _ 86 ლარიდან, ყველაზე ძვირიანი 118 ლარი ღირს,
მდფ ჩარჩოები 2.8 მეტრის სიმაღლის, ყველაზე იაფი მგონი 7.20 ლარი ეს ერთი სიგრძე
მდფის ჩარჩოებისთვის საგულე მასალები :
მატოვი 2.80X 0.73 m
პრიალა 2.80X1.22 m
იქვე გიჭრიან და გიკრავენ კარებს თუ უჯრას ( ოღონდ მხოლოდ ფასადს) ფასი 3-6 ლარი 1 ცალი
დაკრომკვაც ყველაზე ძვირი 1 მეტრის 1.42 ლარია
ყველაზე იაფიანი ფეხები სამზარეულოსთვის თუ შემალვას აპირებო ჰეთლაინის მაღაზიაში 50 თეთრად ვნახე, მაგას აყენებენ ხოლმეო.
სახელურები რაც მე მომწონს აქ ვერ ვნახე ინტერნეტით ვუკვეთავ.
ავსტრიული BLUM -ის პეტლები კარებისთვის ყველაზე ძვირი 7 ლარამდე ღირს. ინტერნეტში უფრო იაფია
გრჩება მხოლოდ ხელოსნის მოძებნა ვინც ამ ყველაფერს დაჭრილ გამზადებულს აგიწყობს, ანუ პეტლებს მიაბავს და უჯრებს ააწყობს.
ე.წ. სტალიჩნიცა 1 მეტრი 50 ლარი ელიავაზე
ფასებს თავად დათვლი შენი ზომების მიხედვით.