არაა აუცილებელი გაზქურით იყოს, ზოგს ონკანი და ნიჟარა აქვს ჩამონტაჟებული, ზოგს გაზქურა, ზოგისთვისაც - ეს უბრალოდ სამუშაო მაგიდაა. მე ამ უკანასკნელის იდეა უფრო მომწონს

პ.ს. მეც გილოცავ!
Kakhaჯობია, გაზქურას აქეთ-იქით არაფერი ეფარებოდეს - ცხიმიანი შხეფების მოშორება (თუ კაფელი ან მინა არაა) არც ისე სასიამოვნოა
MAZ-200კხმ..

დავიწყებ მარჯვნიდან მარცხნივ:
"დუხოვკის" მასე, ზემოთ მოთავსება არის უმშვენიერესი იდეა, მინდა გითხრა. ძალიან მოსახერხებელია და პრაქტიკული.
ერთი "მაგრამ" - საშიში ხომ არაა ჭურჭლის სარეცხი მანქანის თავზე ამხელა სითბოს წყარო? თუ არაა, მაშინ პრობლემაც არაა

მეორე მომენტი - კარებთან ღუმელი, რომლის კარიც ზემოდან ქვემოთ იხსნება, შეიძლება ცოტა სარისკო იყოს - წარმოიდგინე, რაიმე უნდა შედგა, ან გამოიღო; ქურის კარები გახსნილი გაქვს და ამ დროს ვიღაც შემოდის ოთახში - ბრახ!
თანაც, კახას ვეთანხმები - უმჯობესია, თუ დუხოვკა გაზქურასთან იქნება უფრო ახლოს (არა მარტო გამწოვის გამო - უბრალოდ ასე უფრო მოსახერხებელია). ამიტომ, ჩემი პირადი შეხედულებით, ჯობია, მანდ მაცივარი დადგა და მაცივრის ადგილზე - გაზქურა და სარეცხი მანქანა.

რაც შეეხება ნიჟარასა და თავად გაზქურას... რამხელაა მათ შორის სივრცე?
მოკლედ, თუ შესაძლებელია მე ასე განვალაგებდი:
მარცხნიდან მარჯვნივ და ქვემოდან ზემოთ:
ჭურჭლის სარეცხი მანქანა + დუხოვკა + მიკროვალნოვკა;
ორი ჰორიზონტალური უჯრა - უცვლელად; ზემოთ - ჰორიზონტალური კარადა;
გაზქურა თავისი 3 ჰორიზონტალური უჯრით; ზემოთ - გამწოვით;
ვერტიკალური კარადა; ზემოთ - ვერტიკალური კარადა;
ონკანი და ნიჟარა; ზემოთ - უცვლელად (ჰორიზონტალური კარადა; ვერტიკალური კარადა);
კუთხე - უცვლელად; ტანსაცმლის სარეცხი მანქანა და თაროები უცვლელად;
მაცივარი;

p.s. ფერი ძალიან, ძააააააააააალიან მომწონს!
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".
London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!
It's all about music!
არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo: