QUOTE |
ქვაბის დაყენებას ვაპირებ და ამ თემის თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე, რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ მირჩიო რამე დავიწყებ იქიდან, რომ ვაკეთებ რემონტს (სულ ბინის ფართობია 65 კვმ., ე.წ. მოსკოვის პროექტი) და მთელ სახლში ვაგებ გრანიტს, აბაზანაში და სამზარეულოში მეტლახს, სტიაშკა მანამდე იყო დასხმული. ეხლა რაც მაინტერესებს: 1. მინდა გავაკეთო კოლექტორული სისტემა, შენ უფრო პარალელურისკენ იხრები, რატომ? 2. მინდა გავიყვანო მეტალოპლასტმასის მილებით, შენ უფრო მოგწონს პოლიეთილენის მილები, რატომ? (ჩემს შემთხვევაში მგონი გრანიტის დაგების გამო მეტალოპლასტმასის მილები სჯობს, რომ გაუშვას მერე, მაგას რა აყრის) 3.რატომ სჯობს პანელური რადიატორი ალუმინისას, ვიზუალურადაც და გამძლეობითაც (არ იჟანგება) ალუმინი ხომ სჯობს? 4.მილების ჩაყრისას თბოიზოლაცია გავუკეთო? თუ ტყუილი ხარჯია, გრანიტს მაინც ისე ვერ გაათბობს, თან სტიაჟკაც ცოტა დაბალი მაქვს, ამოვჭრი ბალგარკით, ჩავაწყობ და ბეტონით რომ ამოვავსებ, "რასტვორს" რამე შევურიო? 5. 16 მმ-იანი მილებით გავიყვანო გათბობა? და ცხელ წყალზე რა დიამეტრი გავუშვა? 6. ფართობი გითხარი, სულ 65 კვმ-ია, სამზარეულოში რადიატორს არ ვაყენებ, ერთი საძინებელი 12 კვმ-ია, მეორე საძინებელი 10 კვმ, ხოლო "ზალა" 21 კვმ, ეს ბოლო 2 ოთახი მზიანია, დილიდან საღამოს 5 საათამდე მზე ადგას, ამ სამ ოთახში რამდენ სექციანი რადიატორების დაყენებას მირჩევ?
წინასწარ გიხდი მადლობას რჩევებისთვის |
1) იმიტომ რომ უაზრობაა კოლექტორული უბრალოდ მარტივია და ხელობაში აგოიმებენ დამკვეთებს უფრო მეტი შრომააო არადა პირიქით ასევე იმდენი მილი გადის იატაკშI რომ კაცმა არ იცის სად ვინ როდის გახვრეტავს

ძალიან თხელკედლიანია. წარმოიდგინეთ იგივე მილს იყენებენ იატაკის გათბობისათვის ანუ მისი თბოგაცემა რამდენად მაღალია

აქ დაიწყებენ ისაო ესაო დათბუნებაო მოკლედ მე არ ვაფასებ კოლექტორულს. მას სხვა დანიშნულება აქვს. ოთახის თერმოსტატებზე თუ შეაერთებ ელექტრულ კლაპნებით მაშIნ ხო ისე არა

თან შედარებით ძვირია ქართული ფენისათვის
2)კაცია და გუნება მერე ჩემზე არ გაბრაზდე შენ ეგ მირჩიეო.
3)პანელური რადიატორი 1 მეტრი სიგრძის გამოსცემს საშშუალოდ 2 კილოვატ ენერგიას იგივე სიმძლავრეს სექციური ანუ ალუმინის გამოსცემს 1.2 მეტრის სიგრძის
ასევე ამავე ტემპერატურას გამოსცემს პანელური უფრო დაბალ ტემპერატურაზე ვთქვათ 60-70 გრადუსზე ხოლო ხოლო სექციური 65-75 ზე საშუალოდ
4)თუ მეტალოპლასტმასს აკეთებ უნდა შეფუთო 1 გრძივი მეტრი 3 ლარი დაგიჯდება თუ თქვენ არჩევანშI მოგეწონა 2.8 ად აგაღებინებ კარგი მილებია შეფუთული ხოლო ორმილოვანს არ უნდა დიდად შეფუთვა თუმცა არ აწყენდა.
5)16მმ იანი მილებით კოლექტორულია და ეგაა რა და ორმილოვანს გამოთვლა უნდა.
ცხელი წყალი 20 იანით გააკეთე
6)ფართობი გაყავი 1.7 ზე და მიიღებ შესაბამის სექციბის რაოდენობას
1.7 არის სიმძლავრე ანუ 1 მეტრი რადიატორი ჩათვლილია რომ გამოყოფს 1.7 კილოვატ ენერგიას

მარტივად ასეა რადიატორის სიმაღლე უნდა იყოს 60 სმ ამ შემთხვევაში
kniaz_