ხალხო, თერმული მზის პანელები იმდენად ინდუსტრიული მაშტაბით არ გამოდის რომ ძალიან იაფი იყოს. თუ მზით გათბობა/ცხელი წყალი გინდათ, კი.. კარგი იქნება ესეთი პანელების დაყენება.
მაგრამ თუ სიიაფე გინდათ და ადგილი გაქვთ, underfloor ტიპის გათბობა ძალიან მარტივად შეიძლება გაკეთდეს.
გარეთ (სახურავს ესოში უფრო აჯობებს) გაფინეთ რამე თერმოიზოლატორი (სარკისებურ ზედაპირიანი აჯობებს) და მის ზედ გაიყვანეთ ბევრი მეტრა მილები. (სპეციალურებიც არის მაგრამ ნებისმიერი მილებიც იზავს. თუ სპილენძისაა და გარედან გაშკურკავთ რომ სარკისებური ზედაპირი არ ჰქონდეს აჯობებს). მერე მოფარეთ ეს ზედაპირი შავი (მუქი) სქელი ფენა ასფალტით.
კოლექტორის როლს ასფალტი ასრულებს და არა მილები. ასფალტის ზედაპირი იდეალურია რომ მზის რადიაზია შთანთქოს და არ აირეკლოს, და თან კონვექციურად არ გასწეს სითბო. თან კიდევ ასფალტის სითბო-ტევადობა ძალიან დიდია. ამ სითბოს ამოსაღებად და ბინაში შესატანად კი ვიყენებთ მილებს (პომპით).
რადიატორების ტემპერატურა უფრო მაღალია, ასე რომ რადიატორების ზედაპირი ჰყოფნის რომ ბინა კარგათ გაათბოს. მაგრამ underfloor მაღალ ტემპერატურას არ მოგვცემს, ასე რომ აჯობებს ბინაშიც underfloor სისტემით გავათბოთ (მთელი პოლის ზედაპირი "რადიატორი" იქნება)
ამ წრედში შეიძლება პირდაპირ ის წყალი შეიშვას რომელსაც მერე გამოვიყენებთ.



თუ ამ წრედში გაზს შეუშვებთ და პომპის მაგიერ heat pump იქნება, რომელიც კოლექტორში ძალიან ცივ გაზს შეუშვებს და მის სითბოს ბინაში შეიტანს, მ.ქ.კ ძალიან გაიზრდება და ეფექტურობა იდეალური იქნება
This post has been edited by Rati_Gabisonia on 2 Jan 2012, 15:10