მოკლედ, ერთი თვეა მაცივრებს ვსწავლობ

ეს თემაც გადავიკითხე,
ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ყველაფერი გამოდგომაზეა.
აირჩიეთ რომელიც უფრო მოგწონთ, როგორიც უფრო გაწყობთ, მაგრამ დააკვირდით აწყობის ხარისხს.
მე როცა ვათვალიერებ, ვაკვირდები გაღებულ მდგომარეობაში გარშემო ჩარჩოს, ზოგ ნაქებ ბრენდსაც შეიძლება ჰქონდეს წუნი, გარშემო ჰერმეტიკი გამოსული, ან პირიქით, შეუვსებელი და პირდაღებული ადგილები, იქ, სადაც ლითონის კარკასი გადადის თეთრ პლასტიკში, და ყველა ორკარიანი არ არის მშრალი გაყინვის, ამბობენ, რომ მშრალი გაყინვის მაცივრების ნაკლებად ექმნებათ პრობლემები,
ტოშიბა და ჰიტაჩი რაღაცით გავს ერთმანეთს, მაგრამ ჰიტაჩი უკეთესია თითქოს, აქვს შუშის თაროები, ტოშიბას ბადისებური, როგორიც ძველ საბჭოთა მაცივრებს ჰქონდათ. მე, მაგალითად, ეგ არ მომწონს. ტოშიბასი არ მომწონს კიდევ ის, რომ მთლიანი კარკასი არ აქვს ლითონის, ზემოდან აქვს ქუდივით დახურული, ჩაფხუტივით

მე მიყვარს, როცა ერთიანი მთლიანი ჩარჩოსავითაა, თითქოს, უფრო შეკრულია მაცივარი. დაკიდევ, უკან სპილენძის მილები ძალიან უჩანს გვერდიდან და რაღაც თითქოს ნაწლავები აქვს გადმოცვენილი. სხვებს ასე არ აქვთ, თითქოს უფრო ლამაზად და კარგად აქვთ ეგ ნაწილები გაკეთებული.
დგეს ვნახე LG და მომეწონა, მაგრამ მასეთი თაროების გამო დავიწუნე. გემოვნებას გააჩნია,
მაგრამ, ზოგი მაცივარი გამოირჩევა თვალშისაცემი კარგი ხარისხით, მაგალითად, დგეს ვნახე ფაგორ(ესპანურიაო) .......ნუუ არ ვიცი, უზადო ხარისხის, ჩემი აზრით. კარი რომ მივხურე, იმის მიწკაპუნებამაც კი მოახდინა შთაბეჭდილება
შემდეგ ადგილს მივაკუთვნებდი ელექტროლუქსს. მაგრამ პატარა ზომისები არ არის მშრალი გაყინვის, (რაც მე მინდა)
ბოშიც კარგია, რაც ვნახე, ყველა ხარისხიანად იყო აწყობილი და კედლებიც უფრო სქელი აქვს, მაგრამ გარეგნულად მაინც და მაინც არ მომწონს.
შარფი დავათვალიერე და ადრე უფრო კარგი წარმოდგენა მქონდა, ახლა ბევრს ვუნახე გარეტ გამოსული ჰერმეტიკი გარშემო. ხო და, ჯერ ვერ გადავწყვიტე, რომელი ვიყიდო. ისე, ტოშიბაზე არის ფასდაკლება, მოყვება საჩუქრად, უთო, ტოსტერი, ან სენდვიჩმეიქერი, არჩევით.
რომლებიც არ ვახსენე, ის მაცივრები საერთოდ არ მომეწონა.
ხო და, ჯერ ვფიქრობ