datosia
Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 1450
წევრი No.: 836
რეგისტრ.: 11-April 02
|
#37938042 · 9 Sep 2013, 10:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართულ ინტერნეტში ეს სტატიები ვიპოვე
მეც ვაპირებ სახლის აშენებას და ჯერ ჩემით ვცდილობ ინფორმაციების მოპოვებას
ლენტური საძირკველი
ნებისმიერი სახის საძირკველი, მათ შორის ლენტური საკუთარ თავზე იღებს მასზე მოსულ დატვრითვას, რომელიც გადაეცემა გრუნტს. ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნადი საძირკლის ტიპი გახდა ლენტური საძირკველი, რომლის ფართო გამოყენება განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი შრომატევადია – შედარებით ადვილია მისი მოწყობა. იგი თავის მხრივ წარმოადგენს რკინაბეტონის კონსტრუქციას ერთნაირი კვეთით შენობის მთელ პერიმეტრზე. სიგანე უნდა იყოს მზიდი კედლის ზომის (პრაქტიკაში იგი სავარაუდოდ 50 სმ–ია).საძირკვლის მოწყობა უნდა განხორციელდეს წლის თბილ პერიოდში.მონოლითური საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი იძლევა დატვირთვების თანაბრად გადანაწილებას თუნდაც არაერთგვაროვნად საძირკვლის ჯდენის შემთხვევაში. მსგავსი საძირკვლის გამოყენება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაშიც, თუ შენობაში იქნება მძიმე გადახურვა ან მოეწყობა მასიური კედელი (აგური, ბლოკი, ქვა). მისი გამოყენება ოპტიმალურია იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის ან სარდაფის მოწყობა. განასხვავებენ 2 ტიპის ლენტურ საძირკველს : ბლოკური და მონოლითური.სპეციალისტების მიერ შესრულებული გაანგარიშების შედეგად ირკვევა, რომ საძირკველი, რომელიც აწყობილია ბეტონის ბლოკებისაგან მონოლითურ საძირკველზე ნაკლებად მდგრადია (20%). რაც შეეხება მოწყობის ვადებს, ბლოკური გაცილებით სწრაფად ეწყობა, რომელიც ასევე შეიძლება მოწყობისთანავე დაიტვირთოს.
მონოლითური საძირკვლის მოწყობის ეტაპებია:
1. მოსამზადებელი სამუშაოები (ნაკვეთის მომზადება, საძირკვლის გაანგარიშება, მასალის შეძენა). 2. ტრანშეის მოწყობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს ხელით ან სპეც–ტექნიკის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ტრანშეის ძირზე უნდა გაკეთდეს ქვიშის "ბალიში" და შესრულდეს ჰიდროიზოლაცია. 3. ყალიბის მოწყობა, რომლისთვისაც ძირითადად გამოიყენება ფიცარი. 4. არმატურის მონტაჟი (ეს პროცესი იმართება ყალიბის მოწყობის პარალელურად). 5. ბეტონის ჩასხმა (ბეტონი უნდა ჩაისხას რამოდენიმე ფენად). 6. საძირკვლის ჰიდროიზოლაცია. 7. გრუნტსა და საძირკვლის შორის არსებული შრის ამოვსება (ივსება ხელით, რათა არ დაზიანდეს ჰიდროიზოლაცია).
არმირებული სარტყელი (ე.წ. "ქამარი") მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც იმეორებს არსებული კედლების კონტურს. იგი ზრდის შენობის მდგრადობას არათანაბარი ჯდენის, ქარის დატვირთვების, ტემპერატურის ცვლილების, მიწისძვრის და სხვა მოსალოდნელი ფაქტორების დროს. სარტყელი თავის თავზე იღებს და ანაწილებს მოსულ დატვირთვას, რომლის მოწყობაც აუცილებელია, თუ შენობა ერთსართულზე მეტია, პირველივე სართულის კედლების ამოყვანის შემდგომ იწყება სარტყელის მოწყობა. განვიხილოთ მარტივი მაგალითი: სარტყელის მოსაწყობად ჯერ საჭიროა ყალიბის გაკეთება, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხის ფიცრები (სისქით დაახლოებით 2სმ). იმისათვის, რომ დაცული იქნას ყალიბის სიგანე, საჭიროა ყოველ 1 მეტრში გაკეთდეს სპეციალური განივი დამჭერები (რომ არ "ითამაშოს" და დაკარგოს ფორმა). მას შემდგომ, რაც ყალიბი მზად იქნება, იწყება არმატურის მონტაჟი. არმატურა ისე უნდა მოეწყოს, რომ მინიმუმ 5სმ იყოს დაცილება მის გარშემო არსებულ კედლებთან (ეს დაშორება შეივსება ბეტონით, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს არმატურის დაცვას გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან). არმატურისაგან იკინძება/იწნება სივრცითი კონსტრუქცია 4 გრძივი არმატურისაგან, რომელიც შეერთებულია პარალელიპიპედის ფორმით. მას შემდგომ, რაც აიკინძება არმატურის კარკასი და ჩალაგდება ყალიბში, შესაძლებელია ბეტონის ჩასხმა. ბეტონის ჩასხმის შემდგომ უნდა მოხდეს ჩასხმულ ნაწილში რაიმე სახის ინსტრუმენტით (დავუშვათ არმატურის ღერო) მასში "ჩხვლეტა", რათა გამყარდეს და მოხდეს სიცარიელეების ლიკვიდაცია. გაითვალისწინეთ, რომ სარტყელის ჩასხმა უნდა განხორციელდეს ერთიანად, არ უნდა მოხდეს ჩასხმის პროცესის გაჩერება, კერძოდ: ახალი მოზელილი ბეტონის ჩასხმამდე ჩასხმული ბეტონის მასის გაშრობა. მაშასადამდე, წინასწარ უნდა გავთვალოთ თუ რა საჭირო ოდენობის ბეტონია საჭირო. თუ მაინც მოხდა, რომ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ბეტონი, უნდა მოხდეს უკვე ჩასხმული ბეტონის ბოლოების მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში გარკვეული სახის წინაღობით/ფირფიტით დაფიქსირება, ხოლო მას შემდგომ,როდესაც გავაგრძელებთ ბეტონის ახალი მასის ჩასხმას, მოვაცილოთ დაფიქსირებული ფირფიტა, მოვახდინოთ გადამბის ადგილის წყლით დასველება და ამის შემდგომ ახალი მასის ჩასხმა.
მეტალოკრამიტი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და საიმედო მასალაა, რომელიც მზადდება მოთუთიებული ლითონისაგან და დაცულია რამოდენიმე ფენის მქონე საფარით. იგი ფართოდ გამოიყენება გადახურვაში და ვინაიდან მსუბუქია, მარტივია მონტაჟის დროს. ჩვენთან მეტალოკრამიტის გამოყენება შედარებით გვიან დაიწყო, თუმც ევროპაში იგი უკვე 30 წელია რაც გამოიყენება და დღესაც აქტუალურია, რაც მისი ძირითადი დადებითი მხარის დამსახურებაა, რაც მდგომარეობს შემდეგში : მთავარი პლიუსი თვით მასალაა, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ მსუქუბია და მარტივი მონტაჟისას, რომელიც დაცულია იმავდროულად რამოდენიმე ფენის საფარისგან რაც უზრუნველყოფს როგორც მასალის დაცვას მრავალი წლის მანძილზე (კოროზიისგან), ასევე ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებაში ფორმის შენარჩუნებას. მეტალოკრამიტს ასევე უკეთებენ მეორე – დეკორატიული ხასიათის მქონე ფენას რაც ასევე დამატებით იცავს მასალას ბუნების მხრიდან აგრესიული ზემოქმედების დროს. მეტალოკრამიტში მთავარი მაინც მასალის სისქეა, რომლის სტანდარტიც მიღებულია 0,05სმ და მასალის ვიზუალური მხარე, რომელიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის და ფერის (მწარმოებლები გვთავაზობენ ფერთა და ფორმის უამრავ სახეობას). მეტალოკრამიტის სახურავი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტის, რომელიც მარტივად რეალიზებადია მშენებლობის დროს.
რაც შეეხება მეტალოკრამიტის უარყოფით მხარეს, იგი შედარებით ძვირია სხვა გადახურვის მასალასთან შედარებით, მისი მოწყობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ საფარზე, რომელიც კარგად უნდა იყოს იზოლირებული : ჰიდრო და თბო იზოლაციის მასალით. ეს ყველაფერი კი მოითხოვს დამატებით დროს და ხარჯებს, თუმც ეს ყველაფერი ღირს იმისათვის, რათა თქვენი სახლის სახურავი ლამაზი და დახვეწილი იყოს.
რაც შეეხება ფასებს, იგი დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და ფორმაზე, რომელიც ძირითადად 1 კვ.მ–ზე მერყეობს 7 ლარიდან ზემოთ (10–15–18–22–25..)
ღობის მოწყობა
ღობეს ფუნქციურად სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ის წარმოადგენს გარკვეული სახის საზღვარს, რომელიც იცავს ნაკვეთს : არასასურველი სტუმრებისგან, ცხოველებისგან, ქარისგან და რაც მთავარია თუ ოჯახში პატარა ბავშვია იგი ვერ მოახერხებს ქუჩაში გაღწევას. ღობის მოსაწყობად გამოიყენება აგური, ხე, ბეტონი, მეტალის ბადე, მაგრამ ყველაზე მეტად სანდოა ქვის (იგი თითქმის სამუდამოა) და აგურის (დახლოებით 50 წლის გამძლეობით) ღობე. აღნიშნული ასევე იმით არის გამართლებული, რომ არ მოითხოვს ზედმეტ მოვლას (შეღებვა, შეზეთვა, გაწმენდას). ღობის კონსტრუქციის არმირებისას ძირითადად გამოიყენება 10–12 მმ დიამეტრის მქონე არმატურა
საქართველოს სამშენებლო კოდექსის I ნაწილის V თავის 31–ე და 32–ე მუხლის შესაბამისად:
1. სამეზობლო საზღვარზე საზიარო კედელი/ღობე უნდა განთავსდეს შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 2. საზიარო კედელი/ღობე უნდა აშენდეს ისე, რომ მან თავისი მზიდუნარიანობით, სხვადასხვა სიმაღლის ბლოკირებულ (შეწყვილებულ) შენობათა მშენებლობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს მეზობლების მოთხოვნები. 3. საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამეზობლო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს. 4. თუ ერთ-ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა მოითხოვს საზიარო კედლის მეტ სიგანეს, ვიდრე კედლის ნახევარია, მაშინ კედლის ეს ნაწილი უნდა აშენდეს ამ ნაკვეთის ფარგლებში. 5. საზიარო კედლის საძირკვლის მშენებლობისას ერთ-ერთმა მეზობელმა შეიძლება მოითხოვოს საზიარო კედლისათვის ისეთი საძირკვლის მოწყობა, რომელიც მის მიერ გამოყენებული იქნება შემდგომი მშენებლობისათვის. ეს უკანასკნელი ვალდებულია აანაზღაუროს საძირკვლის მოწყობის დამატებითი სამუშაოების ღირებულება. 6. საზიარო კედლის/ღობის გამოყენებისას გასაწევი ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის შესაბამისი წილის პროპორციულად. 7. შენობის რეკონსტრუქციისას, მეზობლების ურთიერთშე-თანხმების საფუძველზე, შესაძლებელია საზიარო კედლის/ღობის დანგრევა კანონმდებლობის დაცვით. 8. სამშენებლო მიწის ნაკვეთის თითოეულ მესაკუთრეს უფლება აქვს თავის მხარეს გაამაგროს საზიარო კედელი/ღობე კანონმდებლობის დაცვით. 9. შესაძლებელია ასევე, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ერთი (საზიარო) კედლით შეწყვილება მხარეთა შეთანხმებით, იმ ზონებში სადაც სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა განთავსება დასაშვებია. 10. თუ ორი სამეზობლო კედლის შეერთებისას, ერთ-ერთ მეზობელს თავისი შენობისათვის სჭირდება საძირკვლის მეტი ჩაღრმავება, ვიდრე არსებული კედლის საძირკველია, მაშინ კანონმდებლობის დაცვით მას უფლება აქვს თავისი კედლის საძირკველი ჩააღრმავოს საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ ნიშნულამდე, ისე რომ ამით ზიანი არ მიაყენოს უკვე არსებულ კედელს. 11. თუ საძირკვლის ჩაღრმავებისას დაზიანდა არსებული შენობის კედელი ან საძირკველი და დადგინდა, რომ ეს გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობით, მაშინ დაზიანებული საძირკვლის კედლის აღდგენა-გამაგრება ეკისრება მეზობელს, რომელიც ახარციელებს ასეთ მშენებლობას. მუხლი 32 მიწის ნაკვეთის საზღვრებში ღობის განთავსება და მისი მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა 1. მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია განთავსდეს ღობე, რომლის სიმაღლეც არ უნდა აღემატებოდეს 2,2 მეტრს. 2. მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია განთავსდეს 2,2 მეტრზე მეტი სიმაღლის ღობე
This post has been edited by datosia on 9 Sep 2013, 10:16
|