Lotosiშპონი არის ხის თხელი ანათალი,
დაშპონილი , ე.ი. შპონ გადაკრული . . .
დაშპონვის მრავალი მეთოდი არსებობს: ცივი პრესით, ცხელი პრესით, უთოთი . . . და ასე შემდეგ . . .
დაშპონილი კარებები და ავეჯი გამოდის ძალიან ლამაზი, რამეთუ საშუალება არსებობს, რო ნებისმიერ ფერზე შეიღებოს და მერე გაილაქოს (რა თქმა უნდა თუ შეკვეთით ამზადებინებ, და უკვე დამზადებულს არ ყიდულობ) და თუ შეკვეთით ამზადებინებ ზომებშიდაც არ ხარ შეზღუდული და ნებისმიერ ზომას დაამზადებინებ . . .
დაინტერესდი აგრეთვე რა მასალას იყენებენ შიგნიდან, ანუ შპონი გადაკრულია მ.დ.ფ.-ის თხელ ფენაზე მარა მ.დ.ფ.-ის ფენის შიგნით რა არის, თუ ეგრეთ წოდებული გარმოშკაა (ანუ ბევრჯერ გადაკეცილ გადმოკეცილი კარდონი) კიდე არა უშავს თუ კიდე უფრო იაფიანი მასალაა ნახმარი უკვე აღარ გირჩევ . . . ხოლო თუ მასიური ხეა დაჭრილი "პალასებად" და საპირისპირო მიმართულებითაა შეწებებული რო ნესტის აღების შემთხვევაში გამრუდება არ მოხდეს მაშინ უკვე კარგი ვარიანტია . . .
ანუ აუცილებლად მოითხოვე მასალის ჭრილი გაჩვენონ რო შენ თვითონ დაინახო რა მასალაა გამოყენებული შიგნიდან, ზეპირად ნათქვამს არ ენდო ესა და ეს მასალაა გამოყენებულიო რო გეტყვიან ჭრილი მაჩვენეთო მოითხოვე და თუ არ გაჩვენეს . . .

დანარჩენი შენზეა დაუჯერებ თუ არა . . .
კიდევ აუცილებლად მოითხოვე გარანტია, რო შპონი 5-6 წლის შემდეგ ნახეთქს არ გაიკეთებს და ალბათ სავარაუდოა რომ სველ წერტილებზე მაგ კარების დაყენებას თვითონვე არ გირჩევთ შემსრულებელი რათა თავი დაიზღვიოს და მას არ შეექმნას მომავალში პრობლემა უკვე თქვენგან . . .
თუ მოგცემენ მაგის გარანტიას რომ თუ დაიბრიცა ან შპონმა ნახეთქი გაიკეთა, რომ უსასყიდლოდ შეგიცვლიან და ახალს დაგიყენებენ და ახალზედაც იგივე პირობით გარანტიას მოგცემენ მაშინ არც უნდა დაფიქრდე და დაშპონილი კარები უნდა დაამზადებინო
ლამინირება შპონი არაა ლამინირება არის "პლიონკა" და ფერში იმხელა არჩევანის საშუალებას არ იძლევა რამხელასაც დაშპონილი კარებები სამაგიეროდ წყლის ნესტისა და არასასურველი გარემო პირობების არ ეშინია არ დაიბრიცება და ნახეთქს არ გაიკეთებს თუ ფიზიკურად არ დააზიანებ 100 წელი არაფერი მოუვა . . .
ხმის იზოლაციაც საკმარისი აქვს მეტალოპლასმასის კარებების დონეს მცირედით ჩამოუვარდება რადგან უპლატნიტელი უყენია და ხმას ნაკლებად ატარებს თუ შუშიან მოდელს არ აკეთებ რა თქმა უნდა, პრინციპში შუშის ადგილზე მინაპაკეტის გაშვებაც შეიძლება . . .
P.S.
Miguele22 -ს არ დაუჯერო და ოთახი არ დააბეტონო ხმის იზოლაციას სხვანაირადაც მოევლება . . .