#35686460 · 20 Mar 2013, 21:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი მეგობრებო. დღეს დიღმის მასივში მომიწია ყოფნა. საავადმყოფოებს რომ გაცდები, ლუბლიანას ქუჩაზე, 6 ნომერი სამარშრუტო ტაქსების გაჩერების მოპირდაპირე მხარეს არის სტადიონი, იმ სტადიონის პირდაპირ კი არის მშენებლობა. სახლი დასრულებული იყო როგორც შევატყვე. ანუ კარკასის ძირითადი ნაწილი დამთავრებულია, გალესილი იყო, ფანჯრებიც უმეტესად ჩასმული და გადახურულიც. შემოღობილი იყო და ვერ დავაფიქსირე შიგნით რა ხდებოდა თუმცა ხმაური იყო, ანუ გრძელდება მშენებლობის პროცესი. აბრა ქონდა გამოკრული შენობას სადაც დექსუსის ლოგო და ვებ-გვერდის მისამართ იყო მითითებული. დექსუსში დავრეკე და მითხრეს რომ ჩვენ ცენტრ-პოინტის რეაბილიტაციის პროგრამაში აღარ ვმონაწილეობთ და მიაკითხეთ ცენტრ-პოინტსო. მოკლედ რა მაინტერესებს, პირველ რიგში რას საქმიანობს დღეს დღეობით ცენტრ-პოინტი ? მეორე რაც მაინტერესებს ის არის, რომ ეგ შენობა რომელზეც მაქვს საუბარი, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას როცა დაიწყო ცენტრ-პოინტმა, გაჩერდა, იყო კარკასი წლები შიშველი და მერე გააგრძელა დექსუსმა თუ დაანგრია და ახლიდან ააშენა ? მოკლედ მაგ შენობის ისტორია ხომ არ მოგეპოვებათ ?
--------------------
Человеческие возможности не имеют предела
Above & Beyond
Coderolog
|