2006 წელს დავაყენე კარმა ბეტა 5 და ამის მერე იწყება თავდავიწყება, ანუ ბრძოლა ჩემსა და კარმას შორის:
1. იმავე წელს გასკდა ვითომ თერმოგამძლე სარკმლის მინა - ჯანდაბას 2,5 ლარი ღირს მე თვითონ გამოვცვალე.
2. იმავე წელს თუ შემდეგ (აღარ მახსოვს) ჩაემტვრა ამთების კერამიკული რაღაც ჯანდაბა - წინიდან რომ შედის ნაპერწკლის კაბელი იმის. მოკლედ მაგარი მაწვალა.
3. შარშანწინ დაიწვა თერმოწყვილი. ჩეხური სახლის აფერისტი ვითმ ხელოსნები, რომ მოვიდნენ ესაო-ისაო, ვითომ შეამოწმეს, ვითომ დაარეგულირეს - არადა ვინც დააყენა იმან ძაან მაგრად დააყენა და დარეგულირა - გასაწმენდი იყო, ბარემ გაწმინდეს; თერმოწყვილი გამოცვალეს, ის რაღაც კერამიკაც, რომლის გამოც ცალკე ახალი პიეზო სანთებელა ვიყიდე და 80 თუ 100 ლარი გავისროლე. ჯანდაბას ეს კიდევ, გაწმენდის მერე ანთება-ჩაქრობისას წიკწიკებს ბლინ.
4. შარშან გაზაფხულზე შუშა კიდევ გასკდა, სეზონი გასული იყო და შემოდგომაზე გამოვცვალე. წინა კვირას ისევ გასკდა. გამაგიჟა რა.
ყველაფერთან ერთად გამსკდარია წვის კამერა. აქ ფორუმზე წავიკითხე, რომ სხვასაც მოუვიდა და დაადუღა. ბევრი იძახის, რომ ახალ გამოშვებულ კარმები ისეთი ხარისხის ვერააო, ასე 2005 წლის შემდეგ გამოშვებულები.
ეს წვის კამერა, რომ დაავაყენე მე მგონი იმ თვეშივე გაიბზარა და ეხლა ნაპრალი გაფართოვდა უფრო.
გასკდა რა, მარჯვენა მხარეს სარკმლის აყოლებაზე, კუთხეში პირები რომ უნდა იყოს კემპით შედუღებული ამათ გაიწიეს აშკარად და ქარში ნამწვის ძლიერი სუნი შემოდის.
რა ვუყო მოვხნა და კემპით შევადუღებინო თუ მამაპაპური აცეტილენის სვარკით?