შავი კარკასი ჯობია ამ ეტაპზე
ახლა ძალიან იაფად იყიდება შავი კარკასები განსხვავებით რამდენიმე წლის წინანდელისგან
400-500$ შეიძლება იშოვო საბურთალოზე.
ხალხს ბანკში ქონდა ჩადებული ვერც არემონტებენ და ტყუილად ფულს იხდიან. ამის გამო ბევრი ყიდის.
მაგალითად 100 კვადრატი კარგი 3 ოთახიანი დიდი ოთახებით დაგიჯდება ასე 40 000-50 000+30000= 70 000 ან 80 000
სრული შავი კარკასის უპირატესობაა შენი გემოვნებით მოწყობილი გარემო, ფერები, კედლები, ანუ რაც უფრო მეტად იწყებ ნულიდან მით უფრო მეტ კომფორტს იქმნი შენი თავისთვის და ოჯახისთვის.
შენ იაფფასიან რემონტს აპირებ, კაფელი და კრასკის ხარისხი კი არ ქმნის კომფორტს, არამედ ის რაც მის შიგნითაა
მაგალითად:
იდეალურად გასწორებული კედლები და სტიაჟკა
იდეალური და კარგად დაგეგმილი გაყვანილობა
გათბობა
ანუ ყველაფერი ის, რამაც წლებს უნდა გაუძლოს, რასაც ვერ შეცვლი
კაფელის, ლამინატის და შპალერის შეცვლა ყოველთვის შეიძლება, თანაც რაც უფრო ხარისხიანია მის ქვევით მდებარე საფუძველი, მით უფრო სწრაფად და კარგად იცვლება.
გარემონტებული უფრო ძვირია, გადახედე ფასებს თუნდაც საქმე.გე ზე და ნახავ რამდენად დიდია განსხვავება. ამას პლიუს ძირითადად თანხის დაზოგვის მიზნით ან უცოდინარობით უამრავი შეცდომა აქვთ დაშვებული და ბევრი რამე თავიდან გასაკეთებელია.
მართალია შავი კარკასი დროს მოითხოვს, და ასე შემდეგ, მაგრამ კარგად შერჩეული მშენებლობის ხელმძღვანელი ნამდვილი სამოთხეა.
მაგალითად:
წარმოგიდგენს ხარჯთაღრიცხვას და აწერს ხელს
შენ ყოველ თვეში ურიცხავ თანხას და ის მომდევნო თვის ბოლოს წარმოგიდგენს წინა თვის გახარჯულ ხარჯებს
მიყვება გეგმას და როცა გეტყვის ვამთავრებ 3 თვეში ამთავრებს ზუსტად 3 თვეში და არა 6 ში ა =ან 8 ში
მესმის, ვინმე იტყვის ეს საქართველოში წარმოუდგენელიაო, მეც არ მჯეროდა. მაგრამ მე მინახავს ასე გაკეთებული.
SaamI -აი ამისი, რამდნეიმე ფორუმელსაც უნახავს
This post has been edited by SoulTaker on 20 May 2011, 10:02