gio_cxelმიწის ზემოთ ფორმებს რომ მიიღებს მერე დავყრი სურათებს

რისი აპალოვკა გააკეთე??
მე დღეს ლინოკრომის დაკვრას ვაპირებდი ცოკოლზე, ხელოსანიც წავიყვანე და ნაკვეთთან ახლოს რომ მივედით მაშინ დასცხო წვიმამ, თან ისეთი რომ მანქანიდან ვერ გადმოვდიოდით

მაგრამ ერთი მხრივ კარგია, ცოკოლში მიწა გასწორებულია უკვე და კარგად დაჯდება 1-2 დღეში, მერე ღორღს დავაყრი
ცემენტი მოცულობას თითქმის არ უმატებს
მოკლედ ისევ დილემის წინაშე ვდგავარ, ნულოვანი ფილის თბოიზოლაციასთან დაკავშირებით
რამდენიმე ვარიანტი მაქვს:
1. პემზა - 1 კუბი 45 ლარი ღირს, საშუალოდ 8 კუბი მჭირდება (10სმ სისქეზე თუ დავყრი), თავისი მიტანით სადღაც 500 ლარამდე გამოდის
2. წიდა - 1 კუბი 35 ლარი, მოცულობა იგივე (სავარაუდოდ), მაგრამ რატომღაც არ მინდა წიდის დაყრა, რადიაცია აქვსო და რავიცი....
3. XPS - 2სმ სისქის კვადრატული მეტრი ჯდება 5.5 ლარი, არ ვიცი რამდენად საკმარისია ეს სისქე, სულ 600 ლარამდე გამოდის
4. პენოპლასტი - 5სმ სისქის კვადრატი ჯდება 3.5 ლარი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაუძლებს ბეტონის სიმძიმეს, 400 ლარამდე ჯდება
5. ყველაზე ძვირი, სპეციალური დასაფენი შავი ფერის დიდი რულონებით, სახელი ვერ დავიმახსოვრე, ყველაფრის იზოლაციაა

(თბო, ჰიდრო, ორთქლ, და რავიცი), კვადრატი 13 ლარი ღირს 8მმ სისქის, 1000 ლარზე მეტი ჯდება მთლიანობაში..
რას მირჩევთ რომელი ავირჩიო? 1000 ლარიანი ვარიანტი დიდად არ მხიბლავს (მე რა, ჩემს ჯიბეს

), წიდა უკვე გადავიფიქრე გამოსხივების გამო...
დანარჩენი სამიდან არ ვიცი რომელზე გავჩერდე...
This post has been edited by PAINKILLER on 13 Oct 2015, 21:08