აბა წარმატებები

ისე კი რა ტიპის საძირკველს აკეთებთ და რა სიღრმეზე ჩადიხართ?
საძირკვლის ძირი აუცილებლად უნდა სცილდებოდეს ე.წ გრუნტის გაყინვის ნიშნულს;
საძირკვლის ქვეშ გრუნტი უნდა იყოს კარგად დატკეპნილი და შემკვრივებული ქვიშა/ხრეშის ასევე დატკეპნილი ნარევით;
სასურველია ჯერ მოეწყოს ე.წ "ბეტონის მომზადება" და მერე მოხდეს საძირკვლის ძირითადი ნაწილის დაბეტონება;
სასურველია ბეტონირების დაწყებამდე ქვიშა/ხრეშის შემკვრივებულ სიბრტყეზე გეოტექსტილის ქსოვილი დაიგოს;
სასურველია ბეტონში მოხდეს პლასტიფიკატორი მაგალითად კალმატრონის ან პენიტრონის დამატება;
აუცილებელია ბეტონის ჩასხმის დროს ვიბრატორის გამოყენება;
დაუშვებელია ბეტონის ჩასხმა მაღალი სიმაღლიდან 2მ და მეტი;
იმ შემთხვევაში თუ საძირკვლის კონსტრუქციის სიმაღლე აღემატება 3მ-ს ბეტონის ჩასხმა უნდა მოხდეს ტექნოლოგიური დაყოვნებით, ჯერ უნდა ჩაასხა 3მ, გააჩერო ერთი დღე და მეორე დღეს ჩაასხა დარჩენილი ნაწილი;
ბეტონის კონსტრუქცია ყალიბში უნდა დარჩეს მინიმუმ 3 დღე;
იმ შემთხვევაში თუ ცხელა +25 გრადუსი და მეტი აუცილებელია ბეტონის მორწყვა ყოველდღიურად 5-8 დღის განმავლობაში;
ქვაბულის მიღება უნდა მოხდეს ინჟინერ გეოლოგის მიერ,
ბეტონირებისას უნდა მოხდეს ბეტონის სინჯების აღება ყოველ 20 კუბზე მინიმუმ 6 ცალის, 2 ცალი იცდება მე-7 დღეს, 2 ცალი - 28 დღეს და დარჩენილი 2 ცალიც ინახება მასზე წარწერით რა კონსტრუქციიდანაა აღებული და როდის. გამოცდის ლაბორატორიული შედეგები ინახება.
ბეტონირებამდე დგება - "ფარული სამუშაოების აქტი"
ძლიან მნიშვნელოვანია შემდეგი!!!
საძირკვლის ბეტონირებამდე უნდა შედგეს სამხრივი ე.წ "ეტაპის დასრულების ოქმი" რომელშიც ფიგურირებ - დამკვეთი, მშენებელი და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი. ბეტონირებამდე აუცილებელი წერილობითი შეტყობინება არქიტექტურის სამსახურს იმის თაობაზე რომ ანხორციელებ მშენებლობის კონკრეტული ეტაპის დასრულებას, თუ არ გამოცხადდა ზედამხედველობის წარმომადგენელი აქტი მაინც შემდგარად ითვლება, ერთი ეგზემპლარი რჩება დამკვეთს, ერთი მშენებელს, ერთიც იგზავნება ზედამხედველობის სამსახურში.
infinity...