გამარჯობათ,
მაქვს 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი კორპუსებთან/კომუნიკაციებთან ძალიან ახლოს. როგორც maps.tbilisi.gov.ge მეუბნება როცა ჩემს მიწაზე ვდგები მიწის მონაცემებია სზ6; K1 - 0.5; K2 - 2.5 K3 - 0.1. მაინტერესებს რას ნიშნავს თითოეული მათგანი.
1) 370*2.5=925 კვადრატული საცხოვრებელი ფართის აშენება შემიძლია?
2) სართულების რაოდენობაზე შეზღუდვა მაქვს?
3) შემიძლია, რომ მთლიან 370-ზე დავდგა კორპუსი? თუ შეზღუდვაა და ნახევარზე მეტზე არ შემიძლია დადგმა? როგორც ვიცი ზონები უნდა დავიცვა 3.5 მეტრი გვერდებიდან, ეს ხომ არ შეიცვალა?
3) K2 კოეფიციენტის გაზრდა 3.5-მდე შემიძლია (ანუ ყიდვა კიდევ არის შესაძლებელი? და თუ არის დაახლოებით რა ჯდება და როგორ/სად ვყიდულობ)
4) K1 და K3 რას განსაზღვრავს/ რას ზღუდავს?
5) შეიძლება, რომ ეს მონაცემები მოძველებული იყოს ამ საიტზე და სინამდვილეში სხვა მონაცემები აქვს?
გეგმაში მაქვს 4 სართულიანი კორპუსის მშენებლობის, ისე რომ პირველი სართული ღია პარკინგი იყოს, მინდა რომ დეტალურად გავიგო თუ რა ჯდება მშენებლობა. (მიწა არის სწორი და მყარი ნიადაგია როგორც ვიცი)
1) რა ჯდება სტანდარტული პროექტი და დაახლოებით რა დრო სჭირდება მომზადებას? ფასი იზრდება კორპუსის სართულების რაოდენობის მიხედვით?
2) გარდა პროექტისა რა ტიპის სამუშაოებია საჭირო? გეოლოგია, რეგისტრაციები მერიაში, საბუთები.... და რა დრო სჭორდება ამ ყველაფრის მოყომარებას?
3) რა არის აუცილებელი მოთხოვნა? დაბალ კორპუსში ლივტი აუცილებელია? აივნების რაოდენობა შეზღუდულია? გარაჟების რაოდენობა? სახანძრო სისტემა? პარკი ეზოში? კომერციული ფართი აუცილებელია?
4) დღეს რომ დავიწყო ჩალიჩი მშენებლობის დაწყებას დაახლოებით რამდენ ხანში შევძლებ?
5) საძირკველის გაკეთება რა ეტაპებს/ფენებს გულისხმობს? მინდა გავიგო თითოეული ეტაპის/ფენის დანახარჯები და ასევე თუ რა მასალაა საჭირო
6) რა ჯდება 1 კუბური მეტრის ამოთხრა (კოდალა არ ჭირდება), რა სიღრმეზე უნდა ამოითხაროს? ეს დამოკიდებულია კორპუსის სიმაღლეზე?
7) რამდენად გამართლებულია მიწის ქვეშა პარკინგის გაკეთება 0 სართულზე? მიწის ზედა ჯობია ანუ ღია პარკინგი 1 სართულზე თუ მიწის ქვეშა? დანახარჯების კუთხით რომელი ჯობია, ორივე ერთნაირად გაითვალისწინება კოეფიციენტის კალკულაციებში? პარკინგის გაკეთებაზე რაიმე კონკრეტული მოთხოვნა არის არქიტექტურის სამსახურიდან?
8) რა დრო სჭირდება დაახლოებით საძირკველის გაკეთებას და დაახლოებით რა ჯდება? კვადრატულობით უნდა იანგარიშო ალბათ ხომ? ანუ 1 კვ.მ 150 დოლარი სიტყვაზე. პრინციპში დოლარი რა შუაშია. რამდენი ლარი ჯდება 1 კვ.მ საძირკველის გაკეთება ნორმალურ ვარიანტში (არც მაიმუნური და არც იდეალური)
9) საძირკველის ტიპი, ღირებულება და ხარისხი განსხვავდება კორპუსის სიმაღლიდან და კვადრატულობიდან გამომდინარე? რა განსხვავებაა?
10) ხიმინჯები აუცილებელია? თუ როცა დაბალს აშენებ არ არის საჭირო?
11) დაახლოებით რა ჯდება 1 კვ.მ სართულის მშენებლობა (შავი კარკასი კარფანჯრით)? და რა დრო ჭირდება?
12) რა მასალა რა რაოდენობით სჭირდება სართულს?
13) რა ჯდება კიბეები?
14) რა ჯდება სახურავი და რის გაკეთებას მოიცავს სახურავი? ამაზეც არის შეზღუდვა თუ როგორ სახურავს გავაკეთებ?
15) რა ჯდება გატიხვრა და პლიუს გათეთრება 1 კვ.მ
16) რა ჯდება კომუნიკაციები? კანალიზაცია, დენი, გაზი, წყალი, ინტერნეტი? ამას თავიდანვე ვაყომარებ თუ სენების მერე? ხარჯები დამოკიდებულია კორპუსის სიმაღლეზე?
17) აშენებული კორპუსის ჩაბარებას დიდი ხანი ჭირდება?
18) მშენებლობის პროცესს მერიის სამსახური აკვირდება? შესაძლოა რომ რაიმე არასწორი დაინახონ და დანგრევა მომთხოვონ? თუ მეთყვიან რომ ესა და ეს შეასწორე?
19) დაახლოებით რამდნეი მუშა უნდა ვამუშაო? გადახდის რომელი მეთოდია გამართლებული? სართულზე, დღეზე, საათობრივი, აშენების შემდეგ??? და დაახლოებით საშუალოდ რამდენს იღებენ?
20) მშენებლობის ნინძა ვინ არის? კონსტრუქტორი? პრარაბი? რამდენს იღებენ საშუალოდ? თვიურად თუ მშენებლობის დასრულების შემდეგ? პროექტის სირტულზე არის დამოკიდებული?
გადასახადები:
1) ამხანაგობით რომ ავაშენოთ ისე, რომ აშენების ბოლომდე (ჩაბარებამდე) ამხანაგობის წევრი არ შეიცვალოს რაიმეთი ვიბეგრები? (დღგ, მოგების გადასახადი)
2) საშემოსავლოს რომ ვიხდი ჩემ მიერ დაქირავებულ მუშებზე გასაგებია.
3) ამხანაგობის ერთი წევრიც რომ შეიცვალოს მშენებლობის მომენტში ითვლება უკვე კომერციულ საქმიანობად და მთლიანი შენობა იბეგრება დღგ-თიც და მოგებითაც?
4) საბაზრო ფასს ვინ ადგენს დაბეგვრის შემთხვევაში? მე რომ იაფად გავყიდო დავუშვათ 1კვ.მ 400 დოლარის მაგივრად 350-ად, მაინც 400-დან ვიბეგრები? დავუშვათ ეს 400 რომ უნდა იყოს ვინ წყვეტს?
5) ჩაბარების მერე რომ გაიყიდოს ბინა ისევ მთლიანი შენობა იბეგრება თუ მხოლოდ ის ბინა / ის ამხანგობის წევრი. 2 წლის მერე რომ გაყიდოს მაინც დაიბეგრება? რომელი გადასახადებით?
6) ბარტერის შემთხვევაში მაინც ვიბეგრები? ბლოკები ან კარფანჯარა რომ ფართში გავცვალო.
ნორმალურ შემთხვევაში რა დრო სჭირდება ყველაფრიანად 4 სართულიანი კორპუსის აშენებას?
მადლობა ყურადღებისთვის

) ვიცი ზედმეტად ბევრი კითხვა მაქვს
This post has been edited by ika_abu on 14 May 2016, 11:34