მინდა თქვენი დახმარება რამოდენიმე საკითხში, ბინის რემონტის დაწყებას ვაპირებ და მაინტერესებს
1. თუ არის რამე ფირმა, ან პიროვნება რომ აკეთებდეს ხის კარ-ფანჯრის რესტავრაციას - შენობა არის ძეგლთა დაცვაში, და ფასადის შეცვლა არ მინდა (არც გამაკეთებინებენ, რომც მინდოდეს), მინდა რომ დარჩეს იგივე კარ ფანჯარა ფასადის მხარეს, რაც ეხლაა, მაგრამ არის ცუდ მდგომარეობაში: დაბრეცილია სულ და სითბო იკარგება სახში, აი ძააააალიან ბევრი ზაზორები აქვს, რო ვხურავ ფანჯრებს "პლოტნად" არ ზის, კიარა ზაზორები აქვს, გასაგებია მოკლედ პრობლემა...მინდა ვინმე ვინც გამირესტავრირებს ამ ფანჯარა-კარებს (მოძრავ ნაწილს) და გამიახლებს ჩაშენებულ ნაწილს
ან 2ე გამოსავალია, ხის მოძრავი ნაწილის დაზადება თავიდან, მეტალოპლასმასის სისტემით( 2მაგი შუშა, რეზინები), ოღონდ 100% ზუსტი ასლი არსებული ფანჯრის დიზაინის...ესეთ რამეს თუ გამიკეთებს ვინმე, იქნებ იცოდეთ..და სავარაუდოდ ძაან ძვირიც დამიჯდება, უზარმაზარი ფანჯრებია
2. თუ არსებობს ბეტონი ან ცემენტი( ან იგივე ტექსურის და დაახლოებით იგივე სიმტკიცის) დეკორატიული, როარ ჭირდებოდეს არმატურის კონსტუქციები და ბლა ბლა ბლა..მინდა აბაზანაში გავაკეთო, ხელსაბამის დასადები, ცოტა გრძელი, ისე რომ რაღაცეების შესანახადაც გამოდგეს და ყველაზე მთავარი არ მინდა არც შეღებვა არც არაფერი, ანუ ბეტონის, პრიალა, გლუვი ზედაპირი რო ქონდეს, ნუ ტექსტურა ვიცი როგორ რა გავუკეთო...ხოდა ეგეთი რამე როგორ მივიღო, რა მასალით შეიძლება ან ვინ შეიძლება რომ ამის გაკეთებაში დამეხმაროს...+ იგივე მასალისგან მინდა მაგიდის ზედაპირი რო გავაკეთო
სურათი აგერაა...ცუდი ნახატია მარა მიხვდებით რაზეც ვამბობ...ხელსაბანი რაზეც დგას ეგ მინდა რომ გავაკეთო
დიდი მადლობა ყველას წინასწარ
This post has been edited by ika_f2005 on 17 Nov 2010, 10:56
მიმაგრებული სურათი