90 კვ.მ მანსარდის გაკეთება რა დაჯდება ხელობიან მასალიანად ცალკ ცალკე?
კარ ფანჯარა არის უკვე, იატაკი გასწორებულია,ანუ დასაგებად მზადაა 100%
ტიხრები გასაკეთებელია: 1 საძინებელი, მისაღები და სამზარეულო კომბინირებული ანუ ერთად+ ტუალეტი და საშხაპე
სველი წერტილები 1 მეტრშია ,ქვედა სართულიდან ამოსაყვანია,ადვილად ამოდის ანუ ძალიან,დიდი გასახვრეტი და საჩალიჩო არაა,გაზს რაც შეეხება,იქნება ასე 10 მეტრის დაშორებით
ერთი ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვა, მანსარდის სახურავი როცა ხეში კეთდება შიგნიდან თბოიზოლაცია მაინცაა საჭირო? ხე ხომ თვითონ კარგი თბოიზოლატორია და ამიტომ ვკითხულობ
ხის იატაკი ან გრძელი ხის პარკეტი, კაფელ მეტლახი ბევრს არ წაიღებს, პატარა საშხაპე იქნება და სტუდიოს ტიპის სამზარეულოშიც ბევრი არ დაჭირდება
საუკეთესო ხარისხის რემონტს ვფიქრობ,ძირითადად ხეში და მინაში გადაწყვეტილი
აივანზე გასასვლელი კარ ფანჯარა რაც არის უკვე იმის მოხსნას ვგეგმავ და ჭერიდან იატაკამდე დიდი ვიტრაჟის გაკეთებას ,დაახლოვებით 4X2.5 ზე იქნება
12K$ ეყოფა ამ საქმეს თუ არა გრუბად რომ მითხრათ, ხელობიან მასალიანად მაინტერესებს

მოკლედ კვადრატული რა ჯდება ხოლმე ასეთ დროს? ნახევრად შავი კარკასები
პს.მეორე სართულია ანუ სამუშაოდ და მისადგომად ძალიან ადვილია,
This post has been edited by GeorgeSword on 23 Apr 2015, 00:03