vaxo4ფასადის კედელი, არანაირ შემთხვევაში გაჯით არ ილესება. უნდა გაილესოს ცემენტით და თუ წვიმა ასველებს, შეგიძლია დამატებითი ჰიდროიზოლაცია გამოიყენო
გალესვის შემდეგ და საბოლოოდ შეღებო ნესგამძლე საღებავით
"სტიაშკა" შეგიძლია დაასხა დაყრილ პემზაზეც ისე, რომ არ დაიბზაროს, ოღონდ მაგას მერე კარგი დასველება და კარგად დატკეპნა ჭირდება და მერე,
პლიუს არმირება (სეტკა) უნდა ჩააყოლო რაც უფრო მეტ გარანტიას მოგცემს, რომ შემდგომში არ დაიბზარება. ხო.. და ცემენტსაც ნუ დაინანებ და კარგად მოაზელინე "რასტვორი"
"სტიაშკა" ეცადე, რომ მაქსიმალურად სწორი იყოს და კარგად გააკეთებინე, თორემ დახრილი და ოღროჩოღრო ზედაპირი, მერე სხვა პრობლემებს შეგიქმნის
ნუ დაინანებ მაგაზე ცოტა მეტის გადახდას რადგან ჯამში არანგონია ფასში დიდი სხვაობა მოგცეს (რათქმაუნდა თუ დიდი ფართი არა გაქ)
პემზა და ბლოკიც: გლდანის ხიდდთან არის ალბათ სხვაგანაც იქნება
ცემენტი: ჰაიდელბერგი, მარა ბოლო დროს გააბანდძეს, რადგან შიგნით, წვრილი კენჭები შემხვედრია საკმაოდ ბლომად.
ამიტომ გალესვისას აუცილებლად გააცრევინე
თაბაშირ-მუყაოს, არანაირი კონდენსატი არ ექნება

(თუ კედელი არ სველდება გარედან)
თუ მაინც შიშობ ან რამეზე ეჭვი გაქ, შეგიძლია ნესტგამძლე მიაკრა (ფასში მცირე სხვაობაა)
თბო იზოლაციას მეც გირჩევ რომ ჩააყოლო შუაში, რადგან შემდგომში ფულის ეკონომიაა
ბოჩკოვანი მილები, ფიტინგები, ქვაბი და რადიატორები: საგას საწყობში შეგიძლია იყიდო (დიღომში)
კაბელი: "სუხოი" 3 წვერა (დამიწებით) კვეთას კიდევ დათვლა ჭირდება(რათქმაუნდა ცოტა პლიუსით)
წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ზედმეტ ხარჯში გადავარდები, რადგან შეიძლება უაზროდ ზედმეტი კვეთის კაბელებით გააკეთო გაყვანილობა და ამ დროს საჭირო არც იყოს (წყენით, დიდად არაფერს არ აწყენს

)
ან პირიქით დაბალი კვეთა იყოს და მერე ვერ გაუძლოს დატვირთვას

ასევეა ჩამრთველ ავტომატებზეც, რადგან მაგასაც გათვლა უნდა და ზედმეტად ძლიერის დაყენება არ ნიშნავს, რომ კარგია
ზოგადად ბინის შემთხვევაში: 4 იანი - 2,5 და 1,5 კვეთების ყიდვა დაგჭირდება
ელექტრო გაყვანილობისას, აუცილებლად კარგი და მცოდნე ელექტრიკია საჭირო (სქემის დახაზვა და წაკითხვა მინიმუმ უნდა ესმოდეს)
პ.ს. კაბელების გაყვანაზე უფრო საჩალიჩო, მერე ამ ყველაფრის შეერთება და ელექტრო კარადის კარგად აწყობაა
This post has been edited by Phobos on 24 Mar 2016, 20:05