ხალხნო კარგი ყველაფერი ძვირი ღირს...!

პირადად მე ვერ ვიტან სინთეტიკას მოკლედ ხელოვნურ ქსოვილს... ლილოში ერთს თუ ორს აქვთ ნორმალური ხარისხები...
ძირითადად დუბაის და ჩინური ქსოვილები დომინირებს... ან თურქული ძალიან დაბალხარისხიანები... სუნს ვერ მოუსპობთ....
თბილისში ნორმალურ ფარდების სალონებში აქვთ ზუსტად ეკსკლუზიური ბრენდები საშვალო და მაღალი სეგმენტის რომლებს ვერ ნახავთ ლილოში...
მაგალითად "ინტექს" ჭავჭავაძეზე აქვს "პერსანი"-ს კარგი კოლექცია კი იძახიან რომ ფრანგულია მარა იტყუებიან სუფთა თურქული ბრენდია...
"ვერნისაჟს"-ში საბურთალოს ქუჩაზე დუბაის ასაღებენ როგორც ინგლისურს... მარა რაღაცეები ძალიან მომეწონა...
"ადონისი" - საერთოდ აფერისტების ბუდეა... იგივე "მეგალაინი"-ს ფილიალი ყოფილა.....
"ფარდის სახლი" თურქული საშვალო ხარისხებია მარა როგორც ჩანს დიდი გამოცდილება აქვთ და კარგად კერავენ....
"ინტერიო"-ს მრგვალ ბაღთან იტალიური მარა არჩევანი არ მომეწონა... სამაგიეროთ შპალერები აქვთ კარგები და "კატასტროფა" ფასებია...!

მოკლედ ხანგრძივი მონიტორინგის შემდეგ მე და ჩემი დიზაინერი მივაგენით "დიზაინ სითი"-ს სადაც შევარჩიე შპალერები, საფარდე კარნიზები და ქსოვილებიც ძალიან დიდი არჩევანი აქვთ... თან სუფთა ამერიკული ბრენდებია... შედარებით ძვირია მარა ორჯერ ნაკლების "ინტერიო"-ზე ...
ერთი პრობლემაა ჩამოტანას უნდებიან ხუთი ექვსი კვირა და შეკვეთის გასაფორმებლად უამრავ ქაღალდზე გაწერინებენ ხელს...
ჯერ განაცხადიო...მერე ინვოისიო... მერე ხელშეკრულებაო... და ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტიო...

მოკლედ ბიუროკრატიაა..!
სამაგიეროთ მივიღე ის ხარისხი რაც მჩირდებოდა.... მგონი ჯალუზებიც აქვთ...