მე მინდოდა მასე, ძველი საღებვის აძრობა და ბალგარკაზე "შკურკაც" კი დავაბნიე და იმით ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მე მგონი გამოცვლა ჯობია თუ ძაან არის ცუდ შეხედულებაზე

და მე მაგალითად ეხლა ვაპირებ მეტალოპლასტმასის კარების დაყენებას სააბაზანოში და აი რომელ ფირმას მივმართო აქ კი გავიჭედე, ერთგან ლამის 500 ლარიო, მეორემ იგივენაირში 350 ლარიო, მიდი ეხლა და გაიგე რა განსხვავებაა, მერე გემრანულიაო და ეს გერმანული და თურქული როგორნ განვასხვავო არ ვიცი, თორემ გამიკეთებენ თურქულს და მეტყვიან გერმანულიაო და ამაფრცქვნიან კაი თანხას

ისე ამაში ვინმე თუ გამარკვევთ კარგი იქნება, მერე გავიგე რომ სადღაც ორხევში ყოფილა დიიიდი ქარხანა თუ სახელოსნო, არ ვიცი რა ქვია, საკმაოდ იაფად აკეთებენო, მაგრამ ზუსტად სად არის ვერ დავადგინე და თუ ვინმეს ამის შესახებ რამე ინფო გაქვთ, ეგეც დაწერეთ რა აქ, დაჯე კარგი იქნება თუ ერთად შეუკვეთავთ, ვინმეს თუ უნდა კიდევ, რადგან იქიდან კალაკში წამოღება გაცილებით იაფი დაჯდება, აბა ველოდები თქვენს იდეებს