ასე ცალსახა პასუხი ალბათ არ არის რომელი ჯობია, ბაკი თუ ატმორი
გააჩნია, ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.
1. წელიწადის დროები, მაგალითად მე ატმორი მიყენია, რომელსაც გადამრთველი აქვს 5, 7, და 9 კვტ-ზე. ზაფხულში 5-იანი საკმარისია, ცივ ზამთარში 9კვტ-იანი მჭირდება.
2. ბანაობის ხანგრძლივობა. ცხელი დუშის ქვეშ თუ საათობით გიყვართ დგომა იასნა ატმორით გაიწეწებით. ნუ ბაკი დაიცლება და იძულებული იქნებით გამოხვიდეთ
ეს რაც უცებ მომივიდა თAვში

ნუ ყველაზე კარგი ვარიანტია ფურცელი და კალამი ხელში და კალკულაცია

მე ჩემი ბანაობიდან გამომდინარე გეტყვით და დალშე თქვენ იანგარიშეთ
დავიწყოთ ბაკით. საათში ხარჯავს 1.5კვტ-ს. მე ერთ ბანაობაზე მჭირდება ნახევარი ბაკი. ნახევარ ბაკს გასაცხელებლად 1 სთ უნდა მინიმუმ. ხარჯი გამოვიდა 1.5 კვტ.
ატმორი: საბანაოდ მჭირება 15 წთ. საშუალოდ ავიღებ 7 კვტ/სთ. 15 წთ-ში დავწვავ 7 კვტ * 0.25 = 1.75 კვტ-ს
ატმორი უფრო ხარჯიანი გამომდის იდეაში, მაგრამ მე მიღის
1. კომფორტის გამო (როცა მინდა უცბად ვიბანავებ)
2. ბაკს ჭირდება გამორეცხვა, რადგან იკეთებს ნადებს ტენებზე და დროთა განმავლობაში გაცხელების ხანგრძლივობა იზრდება, რაც შესაბამისად ზრდის ხარჯსაც.
რაც შეეხება ატმორის უსაფრთხოებას, ერიდეთ ე.წ გეპეის ატმორებს. კორპუსებში ბევრგან ცვლიან რკინის მილებს და საშიშია. იყიდეთ ისრაელის ან თურქული (მე თურქული მაქ). ისრაელისას არ ვიცი და თუქრულს აქვს დამიწების ხაზი, რომელიც აუცილებლად უნდა შეერთდეს და იქნებით უსაფრთხოდ. წყალი თუ დაწყდა უცებ, ითიშება კიდევაც ავტომატურად.