ეს საღებავი საქართველოს ბაზარზე არ შემხვედრია, თუმცა როგორც მათი ვებ-გვერდიდან ირკვევა, კარგი რამ უნდა იყოს, განასაკუთრებით ბავშვის ოთახში. რაც შეეხება აკრილს, ეს არის ერთგვარი პოლიმერი, რომელსაც წყალზე დამზადებულ (ანუ წყალდისპერსიულ) საღებავებში ფართოდ იყენებენ მისი დადებითი თვისებების გამო: ლაქების მიმართ მდგრადობა, რეცხვისუნარიანობა, ძლიერი ადჰეზიის, ანუ წებოვნების უნარი და ა.შ.
რაც შეეხება ჩვენს საღებავებს "თერმოდრაი". - ესენიც აკრილზე დამზადებული, უმაღლესი ხარისხის საღებავებია იმ განსხვავებით, რომ მასში არის საკმარისი რაოდენობის ტიტანის დიოქსიდის (ეკოლოგიურად უსაფრთხო) ნანონაწილაკები, რომლებიც საღებავს ხდის თბოიზოლატორს.
მაგალითისათვის: 5 სმ პოლიპროპილენის ფილას და ჩვენს საღებავს ერთნაირი თბოგამტარობის კოეფიციენტი აქვს, რაც პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ თუ ამ საღებავით შევღებავთ ოთახს (და თუ სხვა სითბური დანაკარგები არ გაქვთ), ამ ოთახის გათბობა/გაგრილებისათვის 50%-ით ნაკლები ენერგია იქნება საჭირო. ასევე, ეს საღებავები ჰიდროფობიულია, ანუ წყალამრიდი, რაც ასევე იმ ეფექტს იძლევა, რომ მასზე ზამთარში ჰაერი არ კონდენსირდება და შესაბამისად არ სველდება. მეტ ინფორმაციას ამ ლინკზე ნახავთ:
http://www.nanotest.ge/surfaporetd.html