დიზაინერებს, არქიტექტორებს და უბრალოდ კარგი ინტერიერისა და ექსტერიერის მსურველებს: - აღმოაჩინეთ კორიანი

Corian®_ი შეიქმნა 1967 წელს DuPont™ _ის მიერ. ეს არის მყარი, ერთგვაროვანი მოსაპირკეთებელი მასალა, ზედაპირული ფორების გარეშე, რომლიც შედგება ±1/3 პოლიმეთილ მეთაკრილატისაგან (PMMA) და ±2/3 ბუნებრივი შენაერთებისაგან. მთავარი მინერალი არის ბაუქსიტიდან (მადანი) მიღებული ალუმინის ტრიჰიდრატი (ATH) .
DuPont™ მეცნიერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 1802 წელს აშშ-ში. დღეისათვის მას მსოფლიოს 70 ქვეყანაში აქვს 135 საწარმო და 120 სამეცნიერო ლაბორატორია. მისი თანამშრომლების რიცხვი აღემატება 75 000-ს. DuPont™_ის სამეცნიერო მიღწევების მიღებული პროდუქცია გამოიყენება თითქმის ყველა დარგში.
Corian®_ი ძირითადად იწარმოება ფილებად და ნიჟარებად აშშ-სა და იაპონიაში. მხოლოდ რამოდენიმე ფერი კორიაში.
საქართველოში კორიანის დამუშავება და ავეჯის მიღება უკვე 10 მწარმოებელს შეუძლია.
პროდუქცია უფრო მოთხოვნადია ვიდრე ბუნებრივი ქვა ან ხე მისი უნიკალური თვისებების გამო:
1. თბო-ფორმირებადი:
Corian®-ის, სპეციალური ტექნოლოგიით, განსაზრვრულ ტემპერატურაზე გაცხელებით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიღება.
2. უხილავად შეწეპებადი:
Corian®-ის ცალკეული ნაწილები შეიძლება შეერთდეს უხილავად, რაც ქმნის ზედაპირის დიზაინის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. მრუდების, ქვის მასიური ეფექტების, გრძელი და ვრცელი ზედაპირების მიღება შესაძლებელია ცალკეული ნაწილების უხილავი შემტკიცებებით.
3. ჰიგიენური
Corian®-ი წარმოადგენს მასალას ზედაპირული ფორების გარეშე. ის არის მყარი მთელ სისქეზე, გაერთიანებული უხილავი ნაკერებით. რაც უზრუნველყოლფს ზედაპირის მაღალ ჰიგიენურობას. ხელს უშლის ბაქტერიის ან ობის გაჩენას. Corian®-ი სერთიფიცირებულია როგორც ჰიგიენური მასალა საერთაშორისო სტანდარტის DIN EN ISO 846 - ის მიხედვით. მას გამოიყენებენ ყველგან სადაც სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ: საოპერაციოები).
4. აღდგენადი
Corian®-ის ზედაპირი არის განახლებადი, რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება ადვილად აღდგეს და გაიწმინდოს საწმენდი საშუალებებით. სიგარეტის ნამწვავები, ნაკაწრები თუ არასწორი მოპყრიბით მიყენებული ზიანი (ქვის, ხის ან სხვა მასალისაგან განსხვავებით) აღდგენადია მთლიანი ჩანაცვლების გარეშე.
5. მრავალფეროვანი
Corian®-ის 100 ფერი ქმნის შეუზღუდავ პალიტრას. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ნეიტრალური ფონი ან შექმნათ თვალის მომჭრელ ფერთა ჰარმონია. ის გამოიყენება შიდა შრეების, აქცენტების ან კომპონენტების სახით ხის, ლითონის, ქვის ან სხვა მასალის შესავსებადაც.
6. გამჭირვალე
განსაკუთრებით მიმზიდველია Corian®-ის სინათლის გამტარუნარიანობის მაღალი ხარისხი. ბევრი დიზაინერი იყენებს ამ მასალას განათების ეფექტების შესაქმნელად. ილუმინაციის სერიის ფერთა ოჯახი წარმოდგენილია 6 ფერით.
7. არატოქსიკური
Corian®-ი არის ინერტული და არატოქსიკური მასალა. ნორმალურ ტემპერატურაზე ის არ გამოყოფს აირებს. დაწვის შემთხვევაში გამოყოფს ნახშიროჟანგს და კვამლს, რომელიც ადვილად ჩანს სინათლეზე და არ შეიცავს ტოქსიკურ ჰალოგენირებულ ნივთიერებას. ამის გამო Corian®-ს იყენებენ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტი, საავადმყოფო და სასტუმრო.
8. გამძლე
1967 წლიდან დღემდე, DuPont™- მა დაამტკიცა, რომ მისი პროდუქცია არის გამძლე და ყოფა-ცხოვრებისათვის ძალიან მოსახერხებელი. Corian®-ი მდგრადია მრავალი დარტყმების, ჩხველეტების და გაჭრების მიმართ. ფერები და ფაქტურები ვრცელდება მასალის მთელ სიღრმეში და არ ცვდება. Corian®-ი არის მყარი ნივთიერება და არ იხრწნება.
9. ეკოლოგიურად სუფთა
Corian®-ის პროდუქციის წარმოება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა მოხდეს საწაარმო ნარჩენების შემცირება და ენერგიის ნაკლები მოხმარება წარმოების ყველა საფეხურზე. ორივე, თვით მასალაც და მისი შემაერთებელი ნივთიერება არის GREEN GUARD-ის მიერ სერტიფიცირებული.
* * *
ესეც საქართველოში შესრულებული პროექტებიდან:
* * *
* * *
* * *
* * *
This post has been edited by NBT on 12 Oct 2010, 16:18