მე უკვე მაბოდებს კერძო სახლზე, ბინაში ვეღარ ვჩერდები, ამოვიდა ყელში ეს ასფალტი და ბეტონი. თბილისში მწვანე ზოლი აღარ დატოვეს. ყველგან კორპუსები ჩააკვეხეს.
საერთოდ აღარ მინდა ცენტრში ცხოვრება.
დიდი სიამოვნებით გადავცვლი ჩემს ბინას, კარგ კერძო სახლზე.
რაღაცეები კიდეც გავარკვიე კერძო სახლებზე, მოკლედ მე წავაწყდი რამოდენიმე ტიპის კერძო სახლს:
1. ბეტონის მზიდი კედლებით და ბლოკის ტიხრებით.
2. მთლიანად ბეტონის.
3. ბეტონის სვეტებით და აგურის კედლებით.
4. მთლიანად აგურის.
5. აგურის ავეტებით და ხის პანელებით.
6. მთლიანად ხის პანელებით.
7. მეტალის კონსტრუქციით და ხის პანელებით.
8. მეტალის კონსტრუქციით და გიპსო/სპეციალური პანელებით.
9. მთლიანი ხის მორებით.
10. მეტალის, ბეტონის და მინის კედლებით.
მთელ მსოფლიოში მოდაში შემოვიდა მე-8 ტიპის სახლი. მეც დამაინტერესა, ვინაიდან 8-9 ბალ მიწისძვრას უძლებს, ძალიან მალე შენდება (1-2 თვე), ძალიან მალე რემონტდება (შეცვალე ერთი პანელი მეორეთი და ეგაა), სითბო და ხმის იზოლაცია აქვს კარგი, შედარებით იაფია (400$ მ2 სრული რემონტით), მსუბუქია და ღრმა საძირკველი არ სჭირდება, მაგრამ ქარს უძლებს 140კმ/სთ-მდე. თუმცა მე ვნახე 2 წლის წინ აშენებული ეგეთი სახლები და მშვენიერ ფორმაში იყვნენ.
http://www.google.ge/images?hl=ka&q=lightw...iw=1144&bih=854
http://www.steelinhomes.com.au/


This post has been edited by Boker on 8 Nov 2010, 01:48